Thursday, August 4, 2011

„შევროლე ვოლტი“ სულ გაიყიდა

2011 Chevrolet Volt Is Virtually Sold Out
4 აგვისტო
ელექტრომობილების სეგმენტის ორი პოიონერი - „შევროლე ვოლტი“ და „ნისან ლიფი“ სიძვირითაც გამოირჩევა, მაგრამ ეს ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მათს პოპულარობაზე. რა თქმა უნდა, მათ მასობრივად ჯერ არ აწარმოებენ, მაგრამ რასაც აწარმოებენ, სრულად იყიდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქმის „შევროლე ვოლტზე“, რომელიც, თუ „ჯენერალ მოტორსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ვენდობით (რატომ არ უნდა ვენდოთ), სრულადაა გაყიდული.

დეტროიტის ჰამტრამკის ქარხანამ უკვე 4 488 „ვოლტი“ გამოუშვა, რომელთაგან ქარხნის სადგომზე ჯერ კიდევ დგას 100 ცალი მანქანა, თუმცა ისინი დილერების მიერაა რეზერვირებული, რომლებსაც სადემონსტრაციო ეგზემპლარებად ესაჭიროებათ. ქარხანა უფრო მეტ „ვოლტსაც“ გამოუშვებდა, მაგრამ გენერლებმა მისი მოდიფიცირება გადაწყვიტეს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ მოდელის განახლებული ვერსია გამოუშვან.
ქარხნის მოდერნიზების შემდეგ, „ჯენერალ მოტორსი“ წელს დაახლოებით 16 000 ელექტრომობილის გამოშვებას შეძლებს, მერმისს კი წარმოების მოცულობა 60 000-მდე გაიზრდება. აქედან დაახლოებით 10 000 ცალს „ოპელ ამპერას“ სახელით, ევროპის გზას გაუყენებენ. უფრო მეტიც, „ჯენერალ მოტორსის“ მტავარი აღმასრულებელი დენ აკერსონი ამბობს, რომ მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, 100 000 „ვოლტის“ წარმოებაც შესაძლებელი იქნება.
„შევროლე ვოლტი“ აღჭურვილია ელექტრული სისტემით, რომელიც 150 ცხენის ძალას ავითარებს. მას ასევე ემსახურება შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი, რომლის ერთადერთი დანიშნილებაც, ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ადგილიდან ასის ასაკრეფად ასეთ ავტომობილს დაახლოებით 9 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ს აღწევს. 240-ვოლტიანი შტეპსელით აკუმულატორების ბლოკის სრულ დამუხტვას დაახლოებით 4 საათის სჭირდება. ავტომობილის საბაზო ღირებულება 39 995 დოლარია, ამერიკაში ელექტრომობილებზე მოქმედი შეღავათები კი ამ ფასს 7 500 დოლარით ამცირებს.

No comments:

Post a Comment