Thursday, September 29, 2011

კუბიცა გადაწყვეტილებას 6 კვირაში მიიღებს

Kubica will inform Renault about his 2012 chances within six weeks
29 სექტემბერი
მისცემს, თუ არა მომავალ სეზონში ფორმულა ერთში დაბრუნების საშუალებას ჯანმრთელობა, ამის შესახებ რობერტ კუბიცა თავის გუნდ ”რენოს” ხელმძღვანელობას 6 კვირაში შეატყობინებს. ამის შესახებ, პოლონელი პილოტის მენეჯერმა დანიელე მორელიმ განაცხადა.
”რენოს” შეფმა ერიკ ბულიემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისამდე მოითმენს და თუ კუბიცას საკითხი გარკვეული არ იქნება, მისი შემცვლელის სასწრაფოდ შერჩევა მოუწევს. მას მიაჩნია, რომ უფრო გვიან, ტოპ პილოტის მოძებნა ძნელი იქნება.
”ამჟამად რობერტი მარჯვენა იდაყვს ავარჯიშებს. ძაბავს და ხრის მას. მალე მის გრეხით ვარჯიშებსაც შეუდგება. ხელი სულ უფრო უკეთ აქვს. მას თავისუფლად ამოძრავებს და ესაა მთავარი. ჯერ ძალა აკლია, თუმცა ამის გამოსწორება დროის ამბავია”, - ”გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას განაცხადა მორელიმ.
”მე ხშირად ველაპარაკები ბულიეს. ის დროულად მიიღებს პასუხს. უარყოფითს, ან დადებითს, მაგრამ მიიღებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, პასუხი დადებითი იქნება”, - დასძენს მენეჯერი.
ბულიე ხშირად იმეორებს, რომ ძალიან უნდა, თავის გუნდში კუბიცა კვლავ იხილოს, მაგრამ თუ დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა, ეს გუნდის ინტერესებს დააზარალებს, რისი დაშვებაც არ შეუძლია.
”ამ სეზონში კუბიცაზე დიდ იმედებს ვამყარებდით. ახლა კი იმის იმედი გვაქვს, რომ მომავალი სეზონისთვის მაინც დაგვიბრუნდება. ძალიან გვინდა, რომ ასე მოხდეს. მაგრამ მისი მხრიდან ჯერ ყველაფერი გარკვეული არაა. მაგრამ დიდხანს მოცდა არ შეგვიძლია, რადგან ასე გუნდის ინტერესებს დავაზარალებთ, ეს კი დაუშვებელია”, - ამბობს ბულიე.

No comments:

Post a Comment