Thursday, September 29, 2011

ჰამილტონი: წელს ბატონმა მაჯობა

Hamilton says team-mate Button has been better during 2011 F1 season
28 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი თვლის, რომ მიმდინარე სეზონში, მასზე უკეთ, მისი თანაგუნდელი ჯენსინ ბატონი უკეთ ასპარეზობს. მართალია, ორივეს ორ-ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ ჰამილტონი მეტისმეტად არასტაბილურია და რამდენჯერმე ავარიაც მოუვიდა, რის გამოც, საჩემპიონო ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.
14 რბოლის შემდეგ, ბატონს ჰამილტონზე 17 ქულით მეტი აქვს დაგროვილი და ის ერთადერთია, ვისაც ფეტელისთვის ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში ხელის შეშლის თუნდაც თეორიული შანსი გააჩნია. სწორედ ამიტომ, ჰამილტონი თამამად აღიარებს, რომ თანაგუნდელმა, ვინც ”მაკლარენში” მეორე სეზონს ატარებს, გასული რბოლები მასზე უკეთ ჩაატარა.
”ახლა ჩემი მიზანი ისაა, რომ დარჩენილ რბოლებში უკეთ ვიასპარეზო და გუნდს უფრო მეტი ქულა მოვუპოვო, ვიდრე წინა ოთხ ეტაპზე შევძელი. ჯენსონი ძალიან კარგად ასპარეზობს. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში მაჯობა. მომდევნო ხუთ რბოლაში მასზე უკეთესი შედეგიც რომ მქონდეს, ეს ჩემთვის უკვე ბევრს არაფერს ნიშნავს. საერთო ჯამში, ძალიან რთული სეზონი მქონდა”, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ უკვე დაივიწყა ”ფერარის” ფელიპე მასასთან მომხდარი ინციდენტები (ტრასაზე და მის მიღმა), რომლებიც ისევდაისევ, მისი პილოტირების აგრესიული სტილის შედეგია.

No comments:

Post a Comment