Thursday, September 1, 2011

”ფოლკსვაგენის” კიდევ ერთი საფრანკფურტო სიურპრიზი


VW Nils is a Single-Seater Electric City Car Concept
1 სექტემბერი
”ფოლკსვაგენს” ფრანკფურტისთვის კიდევ ერთი სიახლე ჰქონია. ჯუჯა ერთადგილიან კონცეპტუალურ ელექტრომობილს, რომელსაც ვოლფსბურგელები გამოფენაზე წარადგენენ, ”ნილსი” ჰქვია. ფაქტობრივად, ეს არის ”აუდის” ანალოგიური კლასის ორადგილიან კონცეპტუალურ მოდელ ”ურბან სპორტბეკის” ფოლკსვაგენისეული ვერსია. რა თქმა უნდა, ორივე ავტომობილი ერთ პლატფორმაზეა აგებული და ისინი ქალაქში მოძრაობისთვისაა განკუთვნილი.

”ნილსის” გაბარიტებია: სიგრძე 3.04 მეტრი, სიგან 1.39 მეტრი, სიმაღლე კი - 1.2 მეტრი. ამგვარად, ის ”ფოლკსვაგენის” ყველაზე პატარა ავტომობილზე - ჯერაც კონცეპტუალურ Up-ზე 0.5 მეტრით მოკლეა. ავტომობილი ალუმინის ჩარჩოზეა ბაზირებული და ძარაც ალუმინისაა. კარები გამჭვირვალეა და ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში იღება. ბორბლები ამ შემთხვევაშიც ძარის გარეთაა გამოსული და მათ მხოლოდ პატარა საბორბლე თაღები ფარავს ზევიდან. ეს თაღები ბორბლებზე მჭიდროდაა მომჯდარი. წინა ბორბლების ზომებია 115/80, უკანებისა კი - 125/80. ავტომობილი მხოლოდ 460 კილოგრამს იწონის.
”პროექტ ”ნილსზე” მუშაობისას, ჩვენი მიზანი ტექნიკური რეალური და ეკონომიკურად გამართლებული კონცეპტუალური ავტომობილის შექმნა იყო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური ინდივიდუალური სატრანსპორტო საშუალების წინამორბედი იქნება”, - ამბობს ”ფოლკსვაგენის” კვლევითი დივიზიონის ხელმძღვანელი, პროფესორი იურგენ ლეოჰოლდი.
ავტომობილი მამოძრავებელ ძალას პატარა ელექტროძრავისგან ღებულობს, რომელიც სულ რაღაც 20 ცხენის ძალას და 130 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიმძლავრე მყისიერად 33.5 ცხენის ძალას აღწევს. ”ფოლკსვაგენის” განცხადებით, ”ნილსს” აგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 11 წამი სჭირდბა, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ს აღწევს.
ე;ექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 5.3 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმსიათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 65 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების საყოფაცხოვრებო ქსელიდან დამუხტვისთვის 2 საათია საკმარისი.

No comments:

Post a Comment