Monday, September 19, 2011

ბატონს ”ფერარი” აინტერესებს...

Ferrari and Button eye deal for 2013 - report
19 სექტემბერი
... და ”ფერარისაც” აინტერესებს ბატონი. ამ ტიპის ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა ”ნექსტგენ-ავტო”. პადოკში ამ თემაზე ლაპარაკი იტალიის დიდი პრიზის შემდეგ დაიწყეს და ამის მიზეზი ისაა, რომ ბრიტანელ პილოტს, ”მაკლარენთან” კონტრაქტი ჯერაც არ გაუგრძელებია. არადა, არაერთხელ უთქვამს, რომ ამ გუნდში თავისი კარიერის დასრულებას აპირებს.
ბიბისის კითხვაზე, კონტრაქტი იმის გამო ხომ არ ჭიანურდება, რომ ბატონი მომავალ სეზონში, სარეკლამო აქციებში ნაკლებ მონაწილეობას მოითხოვს, ”მაკლარენის” შეფი მარტინ უიტმარში პასუხობს, რომ სხვა მიზეზებიც არსებობს.
ბრაზილიელ ვეტერან ჟურნალისტ ლივიუ ორიკიოს კი ამ თემაზე სულ სხვა ვარაუდი აქვს - ბრიტანელ პილოტს სურს, რომ მხოლოდ მომავალი სეზონისთვის გააფორმოს კონტრაქტი, რათა შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდეს. ამის მიზეზი კი მარტივია: ”ბატონს ”ფერარი” აინტერესებს და ”ფერარიც” ბატონიტაა დაინტერესებული”!
თუმცა, ეს სულად არ ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი იტალიურ გუნდში გადავა, რადგან მარანელოელებს აშკარა პირველი ნომერი ჰყავთ ფერნანდო ალონსოს სახით. ბატონი კი მეორე ნმრად ყოფნს სავარაუდდ, ვერ შეეგუება...
ორიკიო კი წერს, რომ ბატონს იტალიური გუნდის შესაფერისი იმიჯი აქვს: არის სწრაფი, გაწონასწორებული და რბილი ხასიათის მქონე, რაც ალონსოსთან შეგუებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ესპანელი გუნდში მის მიყვანას არ შეეწინააღმდეგება.
ყველაფერი კარგად უწყიან ”მაკლარენში” და ამიტომაც, ბრიტანელთან მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ. მართალია, ბატონი ხშირად ამბობს, რომ თავისი კარიერის ”მაკლარენში” დასრულებას აპირებს, მაგრამ ”ფერარის” განსაკუთრებული ხიბლის აქვს, რასაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.
”პატარაობაში, სამი დიდი გუნდი იწვევდა ჩემს აღტაცებას - ”უილიამსი”, ”მაკლარენი” და ”ფერარი”. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვობის ოცნების ასასრულებლად, ”ფერარიში” გადასვლა აუცილებელია. როცა იზრდები, ბევრი რამ იცვლება. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ და თუ კიდევ ერთ ტიტულს მოვიგებ, უფრო ბედნიერი ვიქნები. და ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ ”ფერარის” მრბოლი ვიყო”, - ამბობს ბატონი.

No comments:

Post a Comment