Monday, September 19, 2011

i3 - ”ბეემვე” ელექტრონულ ცხოვრებას იწყებს

ფრანკფურტამდეც ყველამ კარგად იცოდა, რომ იქ ბავარიული კომპანია ორ სრულიად ახალ, ჯერ კონცეპტუალურ დონეზე მყოფ ავტომობილს გამოფენდა, რომლებსაც კონვეიერისთვის დიდი ტემპით ამზადებს. ამ ორი ავტომობილიდან, როგორც შედარებით ხელმისაწვდომი, უფრო მეტ ყურადღებას ალბათ i3 იმსახურებს, რომელსაც ადრე ”მეგასიტის” სახელით ვიცნობდით.



ეს ავტომობილი მოძრაობაში 170-ცხენისძალიან (მისი მაქსიმალური მომენტია 250 ნიუტონმეტრი) ელექტრულ ძრავს მოჰყავს, რომელიც უკანა ღერძზე ზის და რომელსაც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ აგრეგატის დახმარებით, ელექტრომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 8.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ ნიშნულითაა შეზღუდული.


აკუმულატორის სრულად დასამუხტად, ექვსი საათია საჭირო, სწრაფად დამმუხტავი კი მას ერთ საათში 80 პროცენტით ავსებს. ”ბეემვე” აცხადებს, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსია ბენზინის მცირელიტრაჟიანი ძრავით და მასთან შეწყვილებული გენერატორითაც აღიჭურვება, რაც მისი სვლის სიშორეს მნიშვნელოვნად გაზრდის.
სავარაუდოდ, i3-ის ძარა არ შეიცვლება. ოღონდ, მისი კარები გამჭვირვალობას დაკარგავს. სამაგიეროდ, ტრადიციულად გაფორმდება სალონი, რომელიც კონცეპტუალურ ვერსიაზე საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება.

No comments:

Post a Comment