Friday, October 7, 2011

”ჰიუნდაი” კომპაქტურ ელექტრომობილს 2015 წელს გამოუშვებს

Hyundai, Kia to Introduce New Compact EVs by 2015
7 ოქტომბერი
სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში ჩატარებულ ”მწვანე ავტომობილების სიმპოზიუმზე”, რომელიც კორეის საავტომობილო ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა, კორეულმა საავტომობილო კომპანია ”ჰიუნდაიმ”, თავისი ახალი სტრატეგია წარადგინა, რომლის შესაბამისადაც, საკუთრივ ”ჰიუნდაი” და მის ჯგუფში შემავალი ”კია”, შესაბამისად, 2015 წლის მეორე ნახევარსა და 2014 წლის პირველ ნახევარში, პატარა ელექტრომობილებს გამოუშვებენ.
შარშან ”ჰიუნდაიმ” თავის ყველაზე პატარა მოდელ i10-ია ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილის პროტოტიპი, სახელად ”ბლიუონ” წარმოადგინა, რომელსაც აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით, თითქმის 140 კილომეტრის გავლა შეუძლია. ანალოგიური კლასის ელექტრომობილს, სახელად TAM, ”კიაც” ამზადებს. ამ ავტომობილის პრემიერა წლის ბოლოს გაიმართება. ”კია” ერთ წელიწადში 2000 ცალი TAM-ის გაყიდვას გეგმავს.
”ჰიუნდაი” აცხადებს, რომ მისი ელექტრომობილების სტრატეგია, მცირეგაბარიტიანი ელექტრომობილების წარმოებაზე აკეთებს აქცენტს. ამის მთავარი მიზეზი, აკუმულატორების სიძვირე და მათი წარმოების ტექნოლოგიების შედარებით განუვითარებლობაა. თუმცა, ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას, ეფექტური აკუმულატორების წარმოების განვითარება და გაიაფება მოჰყვება, რის შემდეგაც, კომპაქტური ელექტრომობილები პოპულარობას მოიპოვებს.

No comments:

Post a Comment