Friday, October 7, 2011

ბატონმა ორივე პრაქტიკა მოიგო

Button fastest while Vettel crashes
7 ოქტომბერი

იაპონიის დიდი პრიზის პარასკევის თავისუფალი პრაქტიკები ჯენსონ ბატონის დომინაციით აღინიშნა. სებასტიან ფეტელს კი, ვისაც მეორე ტიტულის მოსაპოვებლად ერთადერთი ქულაღა სჭირდება, ავარია მოუვიდა. ბატონი ერთადერთი პილოტია, ვისაც ფეტელისთვის ტიტულის მოპოვებაში ხელის შეშლა თეორიულად შეუძლია. თუმცა, ეს არარეალურია, რადგან ფეტელმა დარჩენილ ხუთ რბოლაში ქულის აღებაც რომ შეძლოს, ძნელი წარმოსადგენია, ბატონმა ყველა მოიგოს. ასეა თუ ისე, ოქროს წერტილის დასასმელად, ფეტელს ერთი მეათე ადგილიც ჰყოფნის.

მთელი სეზონის განმავლობაში, ფეტელს შეცდომები იშვიათად მოსდის, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ სუძუკაზე, პირველ თავისუფალ პრაქტიკის მიწურულს, მოსახვევში დეგნერ 1, შესვლისას დაუშვა. მან თავის ”რედ ბულზე” კონტროლი დაკარგა, დამცავ ზონაში შევარდა და რბოლა საბურავების ზოლში დაასრულა, რის შემდეგაც მაყურებლებში გადაინაცვლა.
ფეტელი ავარიის შემდეგ
”შეცდომა დავუშვი, მაგრამ კარგად არ ვიყავი გამოფხიზლებული და ეს ამის ბრალია. არადა, ინციდენტი შეიძლებოდა ძვირადაც დამჯდომოდა. მანქანაზე კონტროლი დავკარგე და რაც შემეძლო, დავამუხრუჭე, თუმცა საბურავების კედელს მაინც დავეჯახე”, - ყვება ფეტელი, ვისაც ორივე სესიის შეჯამებით, მესამე საუკეთესო შედეგი აქვს. სხვათა შორის, სუძუკაზე წინა ორი რბოლა, ფეტელს პოულიდან აქვს მოგებული. ამასთან, უკვე ერთი წელია, რბოლა ქულის გარეშე არ დაუსრულებია.
ბატონმა განაცხადა, რომ სუძუკაზე რბოლა ყოველთვის სიამოვნებს, განსაკუთრებით კი კარგ ამინდში. მანქანა კარგად მუშაობს, თუმცა თავისუფალი პრაქტიკები ძალთა რეალურ განლაგებას არ გვიჩვენებს. უფრო რეალურ სურათს კვალიფიკაცია მოგვცემს”, - ამბობს ბატონი, ვინც თავის იაპონელი გერლფრენდის გამო, იაპონურ ეტაპს მეორე საშინაო რბოლად თვლის.
პირველ სესიაზე ბატონს მცირედით ჩამორჩა მისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი, მეორე სესიაზე მან საკუთარი შედეგი მცირედითღა გააუმჯობესა და მერვე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მეხუთე და მეოთხე შედეგებს დასჯერდა ფეტელის თანაგუნდელი მარკ უებერი.
მეორე სესიის შუაწელში, იმავე დეგნერ 1-ში, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოც შეცდა. მისი მანქანა შემოტრიალდა და იმავე საბურავების კედელს კუდით, გაცილებით ძლიერად შეეჯახა, ვიდრე ფეტელის ”რედ ბული”. თუმცა, საბედნიეროდ, ინციდენტი ამჯერადაც ტრავმის გარეშე დასრულდა.


იაპონიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:33.634
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:33.725
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:34.090
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:34.372
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:34.426
6. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)          1:34.937
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:35.585
8. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            1:35.590
9. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:36.033
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:36.370
11. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:36.487
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:36.700
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:36.948
14. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:36.949
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:37.103
16. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:38.197
17. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:38.331
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:38.446
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:39.168
20. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 1:39.946
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:40.872
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:41.019
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:41.106
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:41.775

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:31.901
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:32.075
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:32.095
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:32.147
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:32.448
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:32.710
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.982
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:33.245
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                           1:33.446
10. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:33.681
11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:33.705
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:33.790
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:34.393
14. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:34.557
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:34.601
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:36.038
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:36.225
18. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:37.123
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:37.440
20. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:38.093
21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:38.387
22. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:38.763
23. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:39.800
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:42.480

No comments:

Post a Comment