Tuesday, October 11, 2011

ჩინური ”ჩერი” ევროპაში გაყიდვებს 2015 წელს დაიწყებს

China's Chery plans exports to Europe after 2015
11 ოქტომბერი
ჩინური საავტომობილო კომპანია ”ჩერი” იმედოვნებს, რომ ევროპაში ავტომობილების ექსპორტს 2015 წელს დაიწყებს. ჯერჯერობით, ეს კომპანია ისეთი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზეა ორიენტირებული, როგორებიცაა რუსეთი და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები. თუმცა, განვითარების კვალობაზე, სხვა ბაზრებზე გასვლა აუცილებელი გახდება. და სწორედ მაშინ დაიწყება პროდუქციის ევროპაში გატანა.
კომპანიის გენერალური მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ლუ ძიანჰუი ამბობს, რომ წელს ”ჩერი” უცხოეთში 180 000 ავტომობილს გაიტანს, რაც შარშანდელ ექსპორტზე ორჯერ მეტია. 7-8 წელიწადში კი ექსპორტი მილიონამდე უნდა გაიზარდოს.
ცნობისათვის, ”ჩერიმ” თავისი ავტომობილების ექსპორტი 2002 წელს დაიწყო, ამჟამად კი ჩინურ კომპანიებს შორის, უდიდესი ავტოექსპორტიორია. ამასთან, ისევე როგორც სხვა ჩინური კომპანიები, ”ჩერიც” ინტენსიურად თანამშრომლობს უცხოურ კომპანიებთან, რაც მათთან ერთად, ერთობლივი საწარმოების შექმნასა და ავტომობილების ლიცენზიით წარმოებით გამოიხატება.
ერთი თვის წინ, გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ”ჩერიმ” და ”ისრაელ კორპორეიშნმა” ერთობლივი საწარმო ჩამპოაყალიბეს, რომლის მიზანიც, სამი კომპაქტური მოდელის წარმოებაა. პროექტის ღირებულება 1.5 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ერთობლივი საწარმოს მიერ გამოშვებული ავტომობილები კი, ჩინეთის გარდა, ევროპაშიც გაიყიდება. რაც მთავარია, ამ ავტომობილების შემუავებაში მონაწილეობას, ავსტრიული კომპანია ”მაგნა შტეირი” მიიღებს.
ერთობლივი კომპანიის სახელწოდებაა ”ჩერი კვანტუმ ავტო” და ის ორი პარტნიორის უფრო დაწვრილებითი გეგმების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

No comments:

Post a Comment