Sunday, October 30, 2011

”ჰიუნდაის” მოგება 21 პროცენტით გაიზარდა

Hyundai profit increases 21%, helped by sedan, SUV sales
30 ოქტომბერი
”ჰიუნდაიმ” გამოაცხადა, რომ მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მისი მოგება 21 პროცენტითაა გაზრდილი, რაც მეტწილად სედან ”სონატასა” და უგზოობის ”ტუსანზე” მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. სამი თვის განმავლობაში, გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 1.92 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარი) შეადგინა. შედარებისთვის, შარშან, მესამე კვარტალში, შემოსავალი 1.59 ტრილიონი ვონი იყო.

წინასწარი მარკეტინგული გათვლებით, რომლებიც შვიდი დამოუკიდბელი ანალიტიკოსის პროგნოზებს ეფუძნებოდა, მოსალოდნელი იყო, რომ კორეის უდიდესი ავტოკომპანიის შემოსავალი 1.89 ტრილიონ ვონს მიაღწევდა. მაგრამ გაყიდვების ზრდამ ყველა პროგნოზს გადააჭარბა.
”ჰიუნდაის” მთავარი ფინანსური დირექტორი ლი ვონ ჰი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მისი კომპანია წელს 4 მილიონზე მეტ ავტომობილს გაჰყიდის, რაც მეტწილად ისეთი სწრაფად მზარდი ბაზრების ხარჯზე მოხდება, როგორიც ჩინეთია. ყველა მაჩვენებლით, ეს წელი კორეული კომპანიისთვის სარეკორდო იქნება და ასე განსაჯეთ, მოგების მოცულობით, ის თვით ”ტოიოტასაც” კი უკან მოიტოვებს.
”შემოსავლის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ”ჰიუნდაი” მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეტად კონკურენტუნარიან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მომავალ წელს, შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის გამო, ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავ შემცირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ”ჰიუნდაი” პრობლემებს კვლავ სხვებზე უკეთ გაუმკლავდება”, - ამბობს სეულში ბაზირებულ კომპანია ”KTB ესეტ მენეჯმენტის” (რომელიც ჰიუნდაის მსხვილი აქციონერია) მთავარი საფონდო მენეჯერი ლი ძინ ვუ.
პირველ ცხრა თვეში, ”ჰიუნდაის” 3 მილიონი ავტომობილი აქვს გაყიდული და ლის თქმით, წლის ბოლოს, გაყიდვების მოცულობა მილიონით გაიზრდება. ბაზარზე წარმატებები, კომპანიის აქციების ზრდაში აისახება და ამ მაჩვენებლით, კორეულმა ავტო გიგანტმა უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული კონკურენტები, როგორებიცაა ”ტოიოტა” და ”ნისანი”.
წინასწარი გათვლებით ნავარაუდები იყო, რომ ”ჰიუნდაი” წელს 3.9 მილიონ ავტომობილს გაჰყიდდა. მაგრამ ჩინეთის ბაზარზე წარმატებულმა მუშაობამ, გაყიდვების ზრდის ტემპი გაზარდა. ეს კი, პირველ რიგში, სედან ”სონატაზე” მოთხოვნის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. მარტო სექტემბერში, ჩინეთის ბაზარზე 10 000 ”სონატა” გაიყიდა და ეს პირველი შემთხვევაა, კორეული კომპანიის ერთმა ცალკე აღებულმა მოდელმა, ცისქვეშეთში ეს სიმბოლური ზღვარი გადალახა.
სულ, პირველ ცხრა თვეში, ჩინეთში გაყიდვები 12 პროცენტით, 553 000-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, შინაურ ბაზარზე ოდნავ ნაკლები - 510 000 ავტომობილის გაყიდვა მოესწრო, რაც 7.3-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. გაყიდვები ყველაზე მეტად, 20 პროცენტით, აშშ-ის ბაზარზე ბაზარზე გაიზარდა, ევროპაში კი - 9.4 პროცენტით.

No comments:

Post a Comment