Monday, October 31, 2011

მასა კვალიფიკაციაზე თავისი ავარიის შესახებ (ვიდეო)

Felipe Massa calls for changes to Buddh circuit kerbs after qualifying crash
31 ოქტომბერი
ინდურ რბოლაში, ფელიპე მასას ორჯერ ერთნაირი ავარია მოუვიდა - კვალიფიკაციასა და რბოლისას, მას ჯერ წინა მარჯვენა, შემდეგ კი წინა მარცხენა საკიდარი დაუზიანდა. ორივე შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბრაზილიელმა პილოტმა კერბზე უხეშად გაიარა. თავად მრბოლი ყველაფერს არასწორად მოწყობილ ბორდიურებს აბრალებს:
”ჩქაროსნულ მეცხრე მოსახვევში, ტრასაზე დაბალი ბორდიურებია, მომდევნო მოსახვევში კი შიდა რადიუსზე - მაღალი. აქ კერბი ზუსტად ტრაექტორიაზეა და მასზე გადავლა ყველას გვიწევს. ამ ადგილას, მანქანის გზასთან ჩაჭიდება ძალიან დიდია. და ამ დროს, მცირე ჭინაღობასაც კი დარტყმის სახით ღებულობს. ეს კი საკიდარს აზიანებს. მეც სწორედ ასე შემემთხვა”.
კვალიფიკაციის შემდეგ მან განაცხადა, რომ შესაძლოა, რბოლისას მსგავსი პრობლემა სხვასაც შექმნოდა. მართლაც, ანალოგიური შემთხვევა განმეორდა, მაგრამ სხვას კი არა, ის კვლავ მასას შეემთხვა. ოღონდ, სხვა მოსახვევში და მეორე საკიდარზე. მასას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ მოსახვევებში უფრო დიდი ზომის ბორდიურებს დადგამდნენ, რომლებზე გავლის დროსაც, მანქანის საკიდარს დარტყმის მიღება არ მოუწევს.



No comments:

Post a Comment