Lewis Hamilton is being too hard on himself, says Martin Whitmarsh
31 ოქტომბერი

ბრიტანულ გამოცემა ”ავტოსპორტთან” საუბრისას, უიტმარშმა განაცხადა, რომ ჰამილტონმა საკუთარი თავის დადანაშაულება უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს მისთვის ხელის შემშლელია: ”მისთვის არაერთხელ მითქვამს - ნუ გვიბოდიშებ, შენ მრბოლი ხარ, თუ შეცდები, შეეგუე ამას და მომავლისთვის გაითვალისწინე. ის ყველაფერს აანალიზებს. ის ძალიან მონდომებულია და უნდა, რომ საქმე ყოველთვის კარგად გააკეთოს. და ხშირად, საკუთარ თავს, ზედმეტად მკაცრად ექცევა. მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ის ასეთი იყო მაშინც, როდესაც კარტზე ასპარეზობდა. მაშინ თავის თავს ჯობნიდა. ის ასეთია, თვითკრიტიკა მისი ფილოსოფიაა. ასე საკუთარი ტავის მოტივაციას უწყობს ხელს”.
უიტმარშის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რბოლისას ფელიპე მასასათან მორიგი შეჯახება მოუვიდა, ჰამილტონმა მაინც იმაზე უკეთ იასპარეზა, ვიდრე კორეაში. ”რა თქმა უნდა, უკეთესი შედგის მიღწევა შეეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ წინა რბოლებთან შედარებით, გაცილებით ძლიერი იყო. ის ისევ ისეთი ძლიერი და ნიჭიერი მრბოლია, როგორიც იყო. უიღბლობის ზოლი აუცილებლად შეიცვლება. შესაძლოა, ეს არც ისე სწრაფად მოხდეს, მაგრამ მჯერა, აბუ დაბიში კვლავ შეუდარებელი იქნება. და მაშინ წარუმატებლობებს დაივიწყებს”.
ცნობისათვის, ინდოეთის დიდ პრიზამდე, ჰამილტონი თავის შეყვარებულს - პოპმომღერალ ნიკოლ შერცინგერს დაშორდა, რამაც მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა.
No comments:
Post a Comment