Saturday, October 15, 2011

”პორშე” მერმისს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს

Porsche said to target record deliveries in 2012 on 911 revamp
15 ოქტომბერი
”პორშე” იმედოვნებს, რომ მერმისს მთელს მსოფლიოში, ავტომობილების რეკორდულ რაოდენობას - 140 000 ცალს გაჰყიდის, რაშიც მას ბაზარზე ახალი 911-ის და ”ბოქსტერის” გამოსვლა დაეხმარება. კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ვინაობის გამხელაზე უარს ამბობს, აცხადბს, რომ წელს გერმანული კომპანიის გაყიდვები 120 000-ს მიაღწევს.
შარშან ”პორშემ” 97 000 ავტომობილი გაჰყიდა, წელს კი კომპანია მინიმუმ 100 000-ის გაყიდვას გეგმავდა. თუმცა წინა თვეების მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გადაჭარბებით სრულდება. გაყიდვების ზრდს ტემპი კი მერმისს კიდევ უფრო გაიზრდება. ახალი 911-ის გაყიდვები დეკემბერში უნდა დაიწყოს, მოგვიანებით კი ბაზარზე განახლებული ”ბოქსტერიც” გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ორივე ავტომობილს ”პორშეს” თბილისურ შოურუმშიც ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ”პორშეს” და პრემიუმ სეგმენტში მომუშავე გერმანულ კომპანიებს, ევროპული ფინანსური კრიზისისადმი იმუნიტეტი აღმოაჩნდათ - ”ბეემვე”, ”მერსედესი” და ”აუდი” წელს რეკორდული გაყიდვების მოლოდინში არიან. ”პორშე” ჯერჯერობით დამოუკიდებელი კომპანიაა, თუმცა მალე ”ფოლკსვაგენის” ოჯახში გაერთიანდება და ”აუდის” დაუნათესავდება. თუმცა, მათი ნათესაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ერთმა უგზოობის ”კაიენის” წარმოება დაიწყო, მეორემ კი Q7-სა.
სწორედ ”კაიენია” ის ავტომობილი, რომელმაც ცუფენჰაუზენელებს უზარმაზარი მოგება მოუტანა და კვლავაც მათი ზრდის მთავარი ფაქტორია. სწორედ ამ მოდელის წყალობით, სექტემბერში კომპანიის გაყიდვები 38 პროცენტით, 10 560-მდე გაიზარდა. ამასთან, პირველი ცხრა თვის გაყიდვები 31 პროცენტითაა გაზრდილი.

No comments:

Post a Comment