Friday, October 14, 2011

”ჯიმკო X6 ტროფი ტრეკ” - უდაბნოსთვის შექმნილი (ვიდეო)

The AGM-Jimco X6 Trophy Truck: Made for the desert
14 ოქტომბერი
უკვე სამი წელია, რაც ”ბეემვეს” კუპე-ქროსოვერი X6 ბაზარზე გამოვიდა და მას შემდეგ, ამ ავტომობილს ფანებთან ერთად, კრიტიკოსებიც არ აკლია. და მაინც, მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი კონკურენტულ გარემოში. კომპანია ”ოლ ჯერმან მოტორსპორტსმა” X6-ის ბაზაზე შეიმუშავა ნამდვილი მონსტრი, რომლის მოწოდებაც უდაბნოს (კონკრეტულად ამერიკული უდაბნოს) უმძიმეს პირობებში რბოლებია.

ავტომობილი რკინის მრგვალი მილებისგან შეკრულ მასიურ სივრცულ ჩარჩოზეა ბაზირებული. მის გულში ”ბეემვეს” წარმოების 7.0-ლიტრიანი V8 დგას, რომელიც 725 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავისთვის ჰაერის შეგროვებას კომპანია K&N-ის ფილტრების სისტემა უზრუნველყოფს, გამომშვები სისტემა კი ”რემუსმა” დაამზადა. ძრავთან 4-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული.
ავტომობილის შემქმნლი ”ჯიმკო X6 ტროფი ტრეკის” გაბარიტებს არ აკონკრეტებს, თუმცა რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილის ბაზა 3 140 მილიმეტრია. სამაგიეროდ, სიამაყით გვამცნობენ, რომ წინა ბორბლების ვერტიკალური გადაადგილების სიგრძე 800 მილიმეტრია, უკანებისა კი - 1000 მილიმეტრი. ავტომობილის დამუხრუჭებას კი 355-მილიმეტრიანი, გაგრილებადი დისკებისა და 6-ცილინდრიანი სუპორტების კომბინაცია უზრუნველყოფს.
ამ მონსტრით, მალე რალის სახელოვანი გერმანელი მრბოლი არმინ შვარცი ბახა 1000-ში მიიღებს მონაწილეობას. ეს რბოლა მექსიკის კალიფორნიის უდაბნოში ტარდება, სადაც ეკიპაჟებს 1 000 მილის (დაახლოებით  1 600 კილომეტრის) გავლა უწევთ.





No comments:

Post a Comment