Friday, November 4, 2011

ფორმულა ერთის გუნდებმა სახელები შეიცვალეს

Formula 1 chiefs approve name changes for Lotus, Renault and Virgin
4 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდების ხელმძღვანელებმა და აქციონერებმა, რამდენიმე გუნდის თხოვნას სახელის გადაკეთების უფლების მიცემაზე მწვანე შუქი აუნთეს. სახელის გადაკეთება ”რენომ”, ”ლოტუსმა” და ”ვირჯინმა” ითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, ჟენევაში სპეციალური შეხვედრა ჩატარდა, რომელმაც თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
ამგვარად, მომავალი სეზონიდან, ”ტიმ ლოტუსი” სახელს შეიცვლის და ”კატერჰემი” გახდება, ”რენო” საბოლოოდ დაიმკვიდრებს ”ლოტუსის” სახელს, თუმცა ფრანგული კომპანია ისევ გააგრძელებს ორივე გუნდისთვის ძრავების მიწოდებას. რაც შეეხება ”ვირჯინს” მისი ახალი სახელი ”მარუსიაა”. ეს არის რუსული კომპანია, რომელიც იმავე სახელწოდების მქონე სუპერ ავტომობილებს უშვებს.

გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭომ, თუმცა ეს მარტივი ფორმალობაა. მოსალოდნლია, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მსოფლიო საბჭო თავის უახლოეს შეხვედრაზე, 7 დეკემბერს მიიღებს.
ამგვარად, წერტილი დაესმება დავას ახლანდელ ”რენო ლოტუსსა” (რომელსაც მხარს უჭერს საავტომობილო კომპანია ლოტუსის ჯგუფი) და ”ტიმ ლოტუსს” შორის, რისი საგანიც სახელ ”ლოტუსის” ერთპიროვნულად მიღება იყო და რის თაობაზეც, არაერთი სასამართლო გარჩევა ჩატარდა.
ჯერ კიდვ ლონდონის უმაღლეს სასამართლოში პროცესის დასრულებამდე, ”ტიმ ლოტუსის” მფლობელმა, მალაიზიელმა ბიზნსმენმა ტონი ფერნანდესმა, ვინც მალაიზიურ ავიაკომპანია ”ეარ ეიჟას” მფლობელია, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია ”კატერჰემი” შეიძინა, რის შემდეგაც ნათელი შეიქნა, რომ სახელ ”ლოტუსის” დათმობის შემთხვევაში, ის ტავის გუნდს ”კატერჰემს” დაარქმევდა.
მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოში 26 წევრი შედის, რომელთა შორისაც, ერთი FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტია. იმისათვის, რომ ფ1-ის აქციონერთა გადაწყვეტილება დამტკიცდეს, აუცილებელია, რომ საბჭოს 26 წევრიდან, მას მხარი 18-მა დაუჭიროს.

No comments:

Post a Comment