Friday, November 4, 2011

”შევროლე ვოლტმა” ოქტომბერში ”ნისან ლიფს” აჯობა

Chevy Volt Outsells Nissan Leaf for the First Time
4 ნოემბერი
დღეისათვის ელექტრომობილების ამერიკულ ბაზარზე, მასობრივად წარმოებული მხოლოდ ორი ავტომობილი ბატონობს - ”ნისან ლიფი” და ”შევროლე ვოლტი”. მათ შორის კი აქამდე უკეთესი გაყიდვებით იაპონური ელექტრომობილი გამოირჩეოდა. მაგრამ ოქტომბერში ამერიკულმა კომპანიამ 1 108 ”ვოლტი” გაჰყიდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე თითქმის 40 პროცენტით მეტია და პირველად აჯობა თავის იაპონელ ვიზავის. შედარებისთვის, ოქტომბერში 849 ცალი ”ნისან ლიფი” გაიყიდა, სექტემბერში კი ამ კომპანიის მაჩვენებელი 1 031 გაყიდული ელექტრომობილი იყო.
მართალია, ”ჯენერალ მოტორსმა” თავისი ელექტრონული პლაგ-ინ ჰიბრიდის გაყიდვები მნიშვნელოვნდ გაზარდა, თუმცა ძნლი დასაჯერებელია, რომ თავისი ამბიციური გეგმა შეასრულოს, რაც წელს 10 000 ”ვოლტის” გაყიდვას ითვალისწინებს. პირველი ათი თვის განმავლობაში, ამერიკულ კომპანიას 5 003 ”ვოლტი” აქვს გაყიდული, მისი კონკურენტის ანგარიშზე კი 8 048 გაყიდული ”ლიფია”.
მაგრამ გენერლების ვიცე პრეზიდენტი დონ ჯონსონი, ვინც გაყიდვების სფეროს კურირებს, გამოაცხადა, რომ გეგმა შესრულდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნოემბერსა და დეკემბერში მისმა კომპანიამ 2.5-2.5 ათასი ”ვოლტი” უნდა გაყიდოს. სხვათა შორის, ერთი შეხედვით, ეს ძნელად შესასრულებელი მიზანია, თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ წინა თვეებში არასახარბიელო გაყიდვებს ობიექტური მიზეზი ჰქონდა - ამერიკული კომპანია იმ ქარხნის მოდერნიზაციას ატარებდა, სადაც ამ ავტომობილს აწარმოებს. როგორც კი ეს პროცესი დასრულდა, მიწოდებაც გაიზარდა და გაყიდვებმაც იმატა.
ამჟამად, ”შევროლე ვოლტი” აშშ-ის 27 შტატში იყიდება და ამ საქმეს 2 200 დილერი ემსახურება. წლის ბოლომდე მათ კიდევ 200 დილერი დაემატება და ეს ავტომობილი უკვე 50-ვე შტატისთვის ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ამერიკულ კომპანიაში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მალე მათს ყველა დილერს სადმონსტრაციო ”ვოლტი” ეყოლება, რაც მათ მყიდველის მიზიდვას გაუადვილებს.
საინტერესოა, რომ ”ნისანმა” ახლახანს, თავისი ელექტრომობილის ფასი 2 400 დოლარით გაზარდა. ასევე (მცირედით) გაიზარდა მისი სალიზინგო გადასახადი, რომელიც თუ ადრე თვეში 349 დოლარს შეადგენდა, ახლა 369 დოლარია. გენერლებმა კი პირიქით - ”ვოლტის” ფასს 1 005 დოლარი დააკლეს და თან, მყიდველს დამატებით ოპციებსაც სთავაზობენ. თუმცა, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი ამ შემთხვევაშიც გაიზარდა (350-დან 399 დოლარამდე).

No comments:

Post a Comment