Monday, November 7, 2011

ალექს ძანარდიმ ნიუ იორკის მარათონი მოიგო

Alessandro Zanardi wins New York Marathon
7 ნოემბერი
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტის, ჩემპ ქარის მსოფლიო სერიის ორგზის ჩემპიონ იტალიელი ალექს ძანარდის გამარჯვებით დასრულდა ნიუ იორკის მარათონი ხელის ბიციკლების კლასში. ეს მისი ყველაზე დდ გამარჯვებაა მას შემდგ, რაც 2001 წელს, ჩემპ ქარის გერმანულ ეტაპზე მომხდარ ავარიაში, მან ორივე ფეხი დაკარგა.
ძანარდიმ, ვინც იმ საშინელი ავარიის შემდეგ, ავტორბოლებში ერთხანს კიდევ მონაწილეობდა, კლასიკური მარათონის დისტანცია (42.195 კმ) საათში, 13 წუთსა და 58 წამში დაფარა და ფინიშთან სულ რაღაც, ორი წამით მიასწრო პოლონელ რაფალ ვილკსს. რა ტქმა უნდა, მის გამარჯვებას, მოტორ სპორტის სამყაროს გამოხმაურება მოჰყვა.
”ალექს ძანარდის შესანიშნავი გამარჯვება ნიუ იორკის მარათონზე, ხელის ბიციკლების კლასში, განსაცვიფრებელი მოვლენაა. ის არასდროს ნებდება და ამ თვისებამ არაერთი დიდი გამარჯვება მოაპოვებინა”, - განაცხადა ფორმულა ერთის და ინდიქარის ამერიკელმა ჩემპიონმა მარიო ანდრეტიმ.
”ალექს ძანარდი ყოველთვის მაკვირვებდა თავისი გულმოდგინებით. და ახლაც გაოცების მეტი არაფერი დამრჩენია”, - ეს კი კანადელმა პოლ ტრეისიმ, ვისაც ჩემპ ქარის ტიტული 2003 წელს აქვს მოპოვებული.
ძანარდიმ ავტომრბოლის კარიერა 2009 წელს დაასრულა და ხელის ბიციკლებზე გადაერთო. მას მიზნად ლონდონის 2012 წლის პარალიმპიურ თამაშებზე იტალიის სახელით გამოსვლა აქვს დასახული და ნიუ იორკში გამარჯვებით, ამ მიზნის შესრულება პრაქტიკულად გაინაღდა.
სხვათა შორის, ნიუ იორკში ტრიუმფამდე, მან 2009 წელს ვენეციის მარათონი მოიგო, შარშან კი რომის მარათონის გამარჯვებული გახდა.

No comments:

Post a Comment