Friday, November 11, 2011

აბუ დაბიში პრაქტიკებს „მაკლარენი“ „ლიდერობს

McLaren on top in Abu Dhabi
11 ნოემბერი

„მაკლარენის“ პილოტების - ჯენსონ ბატონისა და ლუის ჰამილტონის დომინაციით ჩატარდა აბუ დაბის დიდი პრიზის პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკა. სებასტიან ფეტელს, რომელიც უკვე ორგზის ჩემპიონია, შარშან კი სწორედ იას მარინას ტრეკზე დაეუფლა პირველ ტიტულს, მეორე პრაქტიკის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე, მანქანა მოუცურდა და ბარიერს ოდნავ შეეჯახა. მან ასპარეზობა შეწყვიტა და სესიის მიწურულსღა დაუბრუნდა ტრასას, თუმცა ჰამილტონის ჯობნა ვეღარ შეძლო.
როგორც ყოველთვის, მეორე სესიაზე პირველზე უკეთესი შედეგები დაფისირდა. საბოლოოდ, ჰამილტონმა თანაგუნდელს 0.199 წამით აჯობა. „ჩემთვის ძალიან კარგი დღე იყო. მანქანა კარგად მუშაობს. ასე იყო ტრასაზე ხაგრძლივი გარბენების დროსაც. ვფიქრობ, კონკურენტუნარიანები ვინებით. ყოველ შემთხვევაში, წინა რბოლასთან შედარებით, აშკარა პროგრესი იგრძნობა“, - განაცხადა ჰამილტონმა.
რაც შეეხება ფეტელს, ბარიერთან მის შეჯახებას მანქანა ძლიერ დარ დაუზიანებია. ასეთი რამ მას პრაქტიკებზე ამ სეზონში უკვე მესამედ შეემთხვა, თუმცა სამივე შემთხვევაში, კვალიფიკაციის მოგება შეძლო. თავისი შეცდომა კი იმით ახსნა, რომ კერბზე ღრმად შევიდა, რამაც მანქანის უკანა ნაწილზე კონტროლი დააკარგვინა. საბოლოოდ, მანქანას მხოლოდ წინა ფრთა დაემტვრა, რაც სწრაფად შეუცვალეს.
იმავე, პირველ მოსახვევში, მსგავსი ავარია ფერნანდო ალონსოსაც მოუვიდა. ოღონდ, ბარიერთან მისი შეჯახება უფრო ძლიერი იყო. თუმცა, საბოლოოდ ესპანელმა მაინც მესამე საუკეთესო შედეგი დააფისირა. სხვათა შორის, მას მანქანა პირველ სესიაზეც მოუცურდა, თუმცა მაშინ ავარიას გადაურჩა.
პირველ სესიაზე მეორე უსწრაფესი იყო ფეელის ავსტრალიელი თანგუნდელი მარკ უებერი, თუმცა მეორე სესიაზე მასზე სწრაფი ოთხი პილოტი იყო. აბუ დაბის პრაქტიკები იმითაც იყო საინტერესო, რომ ტრასაზე რამდენიმე ახალი პილოტი გამოჩნდა.

აბუ დაბის დიდ პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები. პირველი სესია
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.263
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:40.389
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:40.403
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:40.755
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:40.801
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:41.260
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:41.340
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:42.130
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:42.151
10. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:42.377
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:42.633
12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, რენო)                       1:42.685
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:43.118
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:43.255
15. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:43.389
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:44.412
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:44.484
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:44.565
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:44.898
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:46.385
21. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:46.532
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:48.024
23. რობერტ ვიკენსი (კანადა, ვირჯინი)                       1:48.551
24. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          დროის გარეშე

თავისუფალი პრაქტიკები. მეორე სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:39.586
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:39.785
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.971
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.980
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:40.104
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:40.132
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:40.553
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:40.951
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:41.021
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:41.490
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:41.565
12. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:41.680
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:41.947
14. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:41.983
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:42.369
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:42.798
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:42.910
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:43.562
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:44.050
20. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:44.265
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:45.486
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:46.142
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:46.249
24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:46.328

No comments:

Post a Comment