Thursday, November 10, 2011

”დაიჰაცუს” ტრანსფორმირებადი კონცეპცია

Daihatsu Imagines a Small Concept Car that can Transform into Many Different Models
10 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუს მონაწილე სხვა კომპანიების მსგავსად, ”დაიჰაცუმაც” თავისი ექსპონტის შესახებ პირველი მწირი ინფორმაცია და ფოტოები, გამოფენის გახსნამდე სამი კვირით ადრე გამოაქვეყნა. ეს არის პატარა კონცეპტუალური ავტომობილი D-X, რომელშიც ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად, ის შეიძლება სხვადასხვა ტიპის ავტომობილად გადაკეთდეს (ტრანსფორმირდეს).
ეს ტიპებია როდსტერი, ჰეჩბეკი, ორადგილიანი ქროსოვერი და სატრეკო სარბოლი მანქანაც კი. შესანიშნავია - იყიდთ ერთს და გეყოლებათ რამდენიმე! D-X მოკრძალებული გაბარიტებითაც გამოირჩევა: მისი სიგრძეა 3395 მილიმეტრი, სიგან 1475 მილიმეტრი, სიმაღლე 1275 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2230 მილიმეტრი.
კაპოტქვეშ პატარა ორცილინდრიანი ძრავი მოთავსდა, რომლის მუშა მოცულობა მხოლოდ 0.66 ლიტრია. ძრავი საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემით და ტურბოდამჭირხნითაა აღჭურვილი. რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს ამ პატარა ტრანსფორმერს, ამის შესახებ, იაპონური კომპანია ტოკიოში მოყვება...

No comments:

Post a Comment