Friday, November 11, 2011

სებასტიან ლოებმა ნერვე ტიტული მოიპოვა


Loeb wins eighth title after Hirvonen quits
11 ნოემბერი
ფრანგმა სებასტიან ლოებმა რალიში მსოფლიო ჩემპიონის ზედზედ მერვე ტიტული მოიპოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბოლო ეტაპზე - ბრიტანეთის სამეფო რალის პირველსავე დღეს, ასპარეზობა შეწყვიტა ლოების ფინელმა მეტოქემ, მიკო ჰირვონენმა.
სეზონის ბოლო ეტაპის წინ, ლოები თავის მეტოქეს რვა ქულით სჯობდა და მისთვის მიუწვდომელი მას შემდეგ გახდა, რაც „ფორდის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰირვონენის მანქანა ძლიერ დაზიანებულია, რის გამოც, ის ასპარეზობას ვერ გააგრძელებს. პირველი დღის მეშვიდე სპეცმონკვეთზე, ჰირვონენს მანქანა მოუცურდა და გზის პირას დაყრილი მორების გროვას დაეჯახა. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ მხოლოდ რადიატორი დაზიანდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაზიანება უფრო სერიოზულია, რაც პილოტს რბოლის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს.
„სამწუხაროდ, რბოლას ვეღარ გავაგრძელებ. მინდა, მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდი, გუნდს მადლობა გადავუხადო. სამწუხაროა, მაგრამ ახლა უკვე მომავალ სეზონზე ვფიქრობ“, - განაცხადა ჰირვონენმა, ვინც ავარიის მომენტისთვის, რბოლას ლიდერობდა.
„მანქანა მომიცურდა და კუდით ხეების გროვას დაეჯახა. შემდეგ, მართვა დავკარგე და უკონტროლო მანქანა წინითაც დაეჯახა ხეებს. ერთი ხე რადიატორში შეერჭო. წყალი სულ დაიღვარა. გზა გავაგრძელე, მაგრამ 5-6 კილომეტრის შემდეგ, ისევ გავჩერდი. ამით ყველაფერი დასრულდა“, - დასძენს ფინელი მრბოლი, რომელმაც, რომც არ გაჩერებულიყო, ავარიაზე ოთხ წუთზე მეტი დაკარგა, რისი ამოქაჩვაც ლოებთან სასწაულის ტოლფასი იქნებოდა.
რბოლის პირველი ეტაპის შემდეგ, ლიდერი ლოებია, ვინც მხოლოდ 1.1 წამს უგებს ფინელ იარი-მატი ლატვალას. მესამეზე ნორვეგიელი მადს ოსტბრგია.

No comments:

Post a Comment