Saturday, November 5, 2011

პირველი ნაცნობობა ”ჰიუნდაი ჯენეზის კუპესთან”

New 2013 Hyundai Genesis Coupe image leaks out
5 ნოემბერი
”ჰიუნდაის” უკვე დაწყებული აქვს თავის სპორტულ მოდელ ”ჯენეზის კუპეს” ტესტირება, რომლის პრემიერა მომავალ წელს უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, ტესტების დროს, ავტომობილი კარგადაა შენიღბული - ეს ავტომწარმოებელთა ტრადიციაა. თუმცა, ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა ”დიქარბლოგერმა” გამოაქვეყნა ამ ახალი ავტომობილის დაბალხარისხიანი ფოტო, რომლის მიხედვითაც, მის შესახებ, ზოგადი წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია.
ავტომობილი წინა მარცხენა კუთხიდანა გადაღებული და ამგვარად, მხოლოდ მის წინა ნაწილზე შეიძლება მსჯელობა. უპირველესად, ყურადღებას იქცევს მისი რადიატორი, რომელსაც კორეული კომპანიის კორპორატიული სტილის შესაბამისად, ექვსკუთხა ფორმა აქვს, მასში კი ბამპერია და სანომრე აბრა მოთავსებულა. ამგვარად, ის თავის უმცროს ნათესავ ”ველოსტერს” დაემსგავსა.
კაპოტის უკანა ნაწილში, ძრავის სეგმენტის ორი სასუნთქი ”ლაყუჩი” მოუთავსებიათ, რომლებსაც ერთმანეთისგან მსხვილი ამონატვიფრი ჰყოფს. მანქანის დანარჩენი ნაწილი ცუდად ჩანს, თუმცა იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ უკანა სარკმელს ჩაღრმავებული ფორმა შეუნარჩუნეს, რაც პირველი თაობის ”ჯენეზის კუპეს” მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.
რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია კაპოტქვეშა სივრცის შიგთავსი. თუმცა, არის ვარაუდი, რომ აქ ოთხ და ექვსცილინდრიან ძრავებს ჩადგამენ. ასევე მოსალოდნელია, რომ ტოპ ვერსია მექანიკურ დამჭირხნიანი V6 ძრავით აღჭურვავენ.
”ჰიუნდაი ჯენეზის კუპეს” პირველი ჩვენება დეტროიტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment