Friday, December 2, 2011

„რეინჯ როვერ ევოუკი“ – ტოპ გეარის წლის რჩეულია

Range Rover Evoque named Top Gear magazine's Car of the Year
2 დეკემბერი
ჟურნალმა „ტოპ გეარმა“ ბრიტანულ კომპანია „ლენდ როვერის“ უგზოობის მოდელი „რეინჯ როვერ ევოუკი“ წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელა. გარდა ამისა, ამავე ავტომობილმა, უგზოობის კლასშიც იგივე აღიარება მიიღო, ჟურნალის და ბიბისი–ს ამავე სახელწოდების მქონე გადაცემის წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა კი ეს ავტომობილი თავის ფავორიტად დაასახელა.

გამოკითხვისას, ლუქსის კლასის უგზოობის კომპაქტურმა ავტომობილმა ისეთი სერიოზული მეტოქეები დაამარცხა, როგორებიცაა „ბეემვეს“ 1–ლი სერიის M კუპე, „მაკლარენის“ MP4–12C და „ფერარის“ FF. კონკურსის შეჯამების შემდეგ, „ტოპ გეარმა“ და მისმა გამომცდელებმა, „ევოუკით“ სათავგადასავლო ტური მოიწყვეს აფრიკაში, მაროკოს უდაბნოში.
კლარკსონთან ერთად, ტურში მონაწილეობა გადაცემის თანაწამყვანებმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმაც მიიღეს. „რეინჯ როვერის“ ისტორიაში ყველაზე პატარა მოდელს კონკურსის ჟიური უმეტესობა მიემხრო. მათი არჩევანი რომ მიკერძოებული არაა, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ „ევოუკს“ ბაზარზე გამოსვლის დღიდან, 34 საეთაშორისო კონკურსი აქვს მოგებული.
„კონკურსში ბევრი შესანიშნავი მანქანა მონაწილეობდა, რომლებიც ბოლო 12 თვეში გამოვიდა. მაგრამ ესენი მხოლოდ ერთჯერადი პონებია, „ევოკი“ კი პონიცაა, საჯირითო ცხენიც, საგრაფო ცხენიც, გამწევი ცხენიც, კონკურის ცხენიც და სადოღე ცხენიც. ის ბრწყინვალეა. და მან „ტოპ გეარის“ აღიარება დაიმსახურა“, – განაცხადა კლარკსონმა.
ცნობისათვის, ჟურნალი „ტოპ გეარი“ მსოფლიოს 29 ქვეყანაში გამოდის და მას დაახლოებით 12 მილიონი მკითხველი ჰყავს. 

No comments:

Post a Comment