VW plans crossover below Tiguan
10 დეკემბერი
„ფოლკსვაგენი“ ქროსოვერების გამის გაფართოებას აპირებს. როგორც მისმა დიზაინერმა ვალტერ დე სილვამ განაცხადა, პირველი ავტომობილი, რომელიც ვოლფსბურგელთა ქროსოვერების გამას შეავსებს, „ტიგუანზე“ მომცრო მოდელი იქნება. ამასთან, ის განსხვავებულ გარეგნობას მიიღებს, რაც ალბათ კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის დებიუტი იქნება.
„განვითარებულ და განვითარებად ბაზრებზე, ქროსოვერებზე მოთხოვნა მატულობს და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ გაზრდილი აპეტიტის დაკმაყოფილება, რაშიც ბაზარზე ახალი მოდელების გამოშვება დაგვეხმარება“, – ბოლინიას ავტო შოუს დროს განაცხადა დე სილვამ და დასძინა, რომ ქროსოვერების სეგმენტში ექსპანსიის პირველი ნაბიჯი, „ტიგუანზე“ პატარა ქროსოვერის გამოშვება იქნება.
ცნობისათვის, წლის პირველ ნახევარში, გერმანული კომპანიის ორივე ქროსოვერი – „ტიგუანი“ და „ტუარეგი“, ევროპული ნაზრის თავ–თავიანთ სეგმენტებს ლიდერობენ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე სწრაფად მზარდი სეგმენტი პატარა ქროსოვერებისაა, რომელიც წლის პირველ ნახევარში 81 პროცენტით, (112 530 ავტომობილამდე) არის გაზრდილი. ამ სეგმენტში გამოკვეთილი ლიდერი „დაჩია დასტერია“, რომელიც 76 204 ცალია გაყიდული.
ახლახანს, ტოკიოს მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენმა“ კომპაქტური სპორტული ქროსოვერი „ქროს კუპე“ წარადგინა, რომელიც დე სილვას თქმით, არ არის „ტიგუანის“ შემცვლელი. ამ ავტომობილს, ვოლფსბურგული გიგანტის კორპორატიული სტილისგან განსხვავებული გარეგნობა აქვს. კომპანიის მთავარი დიზაინერის თქმით, ყველა ქროსოვერი გარეგნულად განსხვავებული იქნება. „ქროს კუპეს დიზაინში (ფოტოზე) ყურადღებას ის ფაქტი იქცევს, რომ წინა ფარები რადიატორის ბადის სტრუქტურის ნაწილია. ასეთი სტილი ერთ დროს ამერიკაში ძალიან პოპულარული იყო, თუმცა თანამედროვე ავტომობილებში აღარ გვხვდება. და აი, დე სილვა მის ახალ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რაც შესაძლოა, მალე „ფოლკსვაგენის“ ქროსოვერების სტილის მთავარი ნიშანი გახდეს.
დე სილვა ამბობს, რომ კუპე–ქროსოვერის წარმოების შესახებ მის კომპანიას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მაგრამ ასეთ ავტომობილს, მსოფლიოს უდიდეს, ჩინურ ბაზარზე კარგი პერსპექტივა აქვს. მისი თქმით, დიდი ხანია, ჩინეთი მარტო სედანების ბაზარი არაა და დროა, ამ ფაქტს სათანადო ყურადღება მიექცეს.
„ფოლკსვაგენის“ ბრენდის მთავარი დიზაინერი კლაუს ბიშოფი ამბობს, რომ „ქროს კუპეს“ სტილს პირველად მეორე თაობის „ტიგუანზე“ ვიხილავთ, რომელიც ბაზარზე 2–3 ელიწადში ვიხილავთ.
No comments:
Post a Comment