Sebastian Vettel collects Formula 1 champion's trophy at FIA Gala
10 დეკემბერი
სებასტიან ფეტელი და სებასტიან ლოები |
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) სეზონური გალა დაჯილდოების ცერემონია ნიუ დელის (ინდოეთი) „კინგდამ ოფ დრომსის“ (ოცნებათა სამეფო) სასახლეში ჩატარდა. მასზე გასული სარბოლი სეზონის ჩემპიონები და პრიზიორები დააჯილდოვეს.
რა თქმა უნდა, ცერემონიის მთავარი მომენტი ფორმულა ერთის უკვე ორგზის ჩემპიონის, გერმანელი სებასტიან ფეტელის და „რედ ბულ რეისინგისთვის“ ჩემპიონის თასების გადაცემა იყო. პირველს თასი FIA–ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა, ავსტრიული გუნდის შეფ ქრისტიან ჰორნერი კი ბენრი ეკლსტოუნმა გადასცა. მეორე და მესამე ადგილებისთვის, შესაბამისი თასები მიღეს ბრიტანელმა ჯენსონ ბატონმა და ავსტრალილემა მარკ უებერმა მიიღეს. სამივემ ადგილი სიმბოლურ კვარცხლბეკზე დაიკავა, ოღონდ, ამჯერად ცერემონიამ შამპანურის შხაპის გარეშე ჩაიარა.
„ბედნიერი ვარ, რომ ინდოეთში ვართ და ამ შესანიშნავ გალას ვესწრებით, რომელზეც მრბოლთა საჩემპიონო თასი ზედიზედ მეორედ მოვიპოვე. ის მთელი წელი სახლში მექნება და არც იმის სურვილი მაქვს, რომ ვინმეს დავუთმო. სიტყვებით ძნელი გამოსათქმელია, თუ რას ვგრძნობ ამ მომენტში. გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში მინიმალური შეცდომები დაუშვა და მინდა, მის ყოველ წევრს, გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო.იგივეს ვიტყვი „რენოზეც“, რომელიც მტელი სეზონი თავდაუზოგავად მუშაობდა. ფორმულა ერთის ისტორია ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიხარია, რომ მისი განუყოფელი ნაწილი გავხდი“, – განაცხადა ფეტელმა.
თავისი თანაგუნდელები შეაქო ჰორნერმაც: „ჩვენს გუნდს გასულ სეზონში ფენომენალური მიღწევა ჰქონდა. 12 რბოლის და 18 კვალიფიკაციის მოგება, ასევე 27 საკვარცხლბეკო ფინიში, მართლაც ფანტასტიკური შედეგია. თანაც, ტიტულები შევინარჩუნეთ, რითაც საფუძვლიანად ვამაყობთ. ჩვენი გუნდის ყველა წევრს, მათ შორის მარკს და სებასტიანს დიდ მადლობას ვუხდი. ამ თასების მიღებით, ჩვენთვის სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დასრულდა. ფაქტი, რომ სებასტიანი ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემნპიონია, ბევრ რამეზე მეტყველებს“.
გალაზე FIA–ს სხვა სერიების ჩემპიონებიც დაჯილდოვდნენ. სებასტიან ლოებმა რალის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვა, ფრანგი ივან მიულერი კი ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ ტურიზმის კლასში მსოფლიოს ჩემპიონი. ფორმულა 2–ის ჩემპიონია მირკო ბორტოლოტი, GT1–ის სერიაში კი ჩემპიონის წოდება კი გერმანელებმა – მიხაელ კრუმმა და ლუკას ლურმა მოიპოვეს.
No comments:
Post a Comment