GDI Dominates Ward’s 10 Best Engines List
13 დეკემბერი
გამოცემა „უორდსაუტომ“, 2012 წლის საუკეთესო ძრავების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც 7 აგრეგატს საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ათეულში კვლავ მოხვდა „ჰიუნდაის“ წარმოების ძრავი, მაგრამ თუ წინა სამ წელიწადში, ათეულში კორეული კომპანიის სერია „ტაუს“ 5.0–ლიტრიანი V8 ხვდებოდა, ამჯერად აღიარება გაცილებით პატარა, სერია „გამას“ 1.6–ლიტრიანმა ოთხცილინდრიანმა აგრეგატმა მიიღო.
რა თქმა უნდა, პატარა ძრავი, პატარა ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი. ეს აგრეგატი მამოძრავებელ ძალას „ჰიუნდაი აქცენტს“ და „კია რიოს“, ასევე კუპე „ჰიუნდაი ველოსტერსა“ და მინი ქროსოვერ/ჰეჩბეკ „კია სოულს“ ანიჭებს. ამ უკანასკნელზე, მასთან წყვილში, სისტემა სტოპ–სტარტი მუშაობს, რომელიც საწვავის ეკონომიურობას აუმჯობესებს.
„უორსაუტომ“ ამ აგრეგატით აღჭურვილი „ჰიუნდაი აქცენტი“ გამოსცადა, რომელზეც, ძრავთან 6–საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. გამოცემა გვარწმუნებს, რომ ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილის 14 000 დოლარად შეძენა კარგი არჩევანია იმ მყიდველისთვის, ვისაც ავტომობილი ჯერ არ ჰყოლია. ასეთი ავტომობილი, მართვითაც მოგანიჭებთ სიამოვნებას, საკმაოდ კომფორტულიცაა და რაც მთავარია, ძვირი არ დაგიჯდებათ.
გამოცემამ, იგივე ძრავი „კია სოულზეც“ გამოსცადა, ოღონდ ამჯერად, მაბრუნ მომენტს 6–საფეხურიანი ავტომატური კოლოფი გადაამუშავებდა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტომობილს აეროდინამიკაც უარესი აქვს და შედარებით მძმეცაა, ძრავი თავის მოვალეობას მაინც ხუთიანზე ასრულებდა.
„ჰიუნდაის“ ძრავის გარდა, „უორსაუტომ“ ათეულში ასევე შეიყვანა: „აუდის“ 3.0–ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი V6 (TFSI), რომლითაც სედანი A6–ია აღჭურვილი; „ბეემვეს“ ოთხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლითაც Z4 და 528i არის აღჭურვილი; „ბეემვეს“ ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 3.0–ლიტრიანი ტურბოძრავი (ბეემვე 335i კუპე); „კრაისლერის“ 3.6–ლიტრიანი V6 (სერია პენტასტარი), რომლითაც „ჯიპ ვრანგლერი“ და „კრაისლერ 300S არის აღჭურვილი; „ფორდის“ ოთხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი „ეკობუსტი“, რომელიც „ფორდ ეჯზე“ დგას; „ფორდის“ 5.0–ლიტრიანი V8, რომლითაც „მუსტანგ ბოს 302–ია“ აღჭურვილი; „ჯენერალ მოტორსის“ ოტხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც „ბიუიკ რეგალ GS–ზე“ დგას; „მაზდას“ ოთხცილინდრიანი 2.0–ლიტრიანი „სკაიექტივი“, რომელსაც „მაზდა3–ზე“ იყენებენ და „ინფინიტის“ 3.5–ლიტრიანი V6, რომლითაც „ინფინიტი M35h“ არის აღჭურვილი.
„უორდსაუტოს“ საუკეთესო 10 ძრავის მწარმოებლები, შესაბამის ჯილდოებს დეტროიტის ავტო შოუს დღეებში მიიღებენ.
No comments:
Post a Comment