Volvo Launches new V60 D6 Plug-In Diesel-Electric Hybrid in Europe
13 დეკემბერი
მომავალი წლის დასაწყისიდან, „ვოლვო“ პლაგ–ინ ჰიბრიდულ V60 D6–ზე შეკვეთების მიღებას შეუდგება, მათ დაკმაყოფილებას კი რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყებს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია შვედურმა კომპანიამჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენა, ამჯერად კი ის საზოგადოებას უფრო ახლოსაც გააცნო და მისი ფასებიც გამოაქვეყნა.
ახალი ავტომობილი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთშიც გაიყიდება, სადაც მისი ფასი 45–50 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება. ოღონდ, ამ ფასში გათვალისწინებული არაა ბრიტანეთის მთავრობის მიერ, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე დაწესებული სოლიდური შეღავათები.
„ვოლვო“ აცხადებს, რომ V60 D6 მსოფლიოში პირველი სერიული დიზელ–პლაგ–ინ ჰიბრიდია. ავტომობილი ხუთცილინდრიანი 2.4–ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 215 ცხენის ძალას და 440 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან დაკავშირებული 6–საფეხურიანი ავტომატური კოლოფი, რომელიც წამყვან ძალას წინა ბორბლებს აწვდის. გარდა ამისა, ავტომობილი ელექტროძრავითაცაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით 11.2 კილოვატსაათი ტევადობის მქონე ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. ეს ძრავი უკანა ბორბლებს ატრიალებს.
ჰიბრიდულ სისტემას სამ რჟიმში მუშაობა შეუძლია. ჰიბრიდულ რეჟიმში, შიდაწვის და ელექტრო ძრავები პარალელურ რეჟიმში მუშაობს. ამ დროს, შიდაწვის ძრავი გენერატორთან ერთად, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და აკუმულატორებს და ელექტროძრავს აწვდის. ამ რეჟიმით მოძრაობისას, სვლის სშორე 1000 კილომეტრს აღწევს, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ კილომეტრზე, 49 გრამია.
„სუფთა“ რეჟიმით მუშაობისას, ავტომობილის მოძრაობას მხოლოდ ელექტროძრავი უზრუნველყოფა, მაგრამ ამ დროს, მისი სვლის სიშორე მხოლოდ 52 კილომეტრია. სამაგიეროდ, გამონაბოლქვი ნულოვანია. მესამე რეჟიმი „ძალურია“. ამ დროს, ავტომობილი სრულამძრავიანია. ორივე ძრავი ღავის პირდაპირ დანიშნულებას ასრულებს – ისინი მაბრუნ მომენტს ბორბლებს გადასცემენ. შესაბამისად, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 285 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 640 ნიუტონმეტრს აღწევს. ამ რეჟიმით მოძრაობისას, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ–მდეაჩქარება 6.2 წამში შეუძლია.
„ვოლვოს“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი სტეფან ჯეკობი ამბობს, რომ მისი კომპანია მერმისს მხოლოდ 1000 ცალი V60 D6–ის წარმოებას გეგმავს. ამასთან, ყველა ავტომობილი მხოლოდ „ელექტრულ ვერცხლისფრად“ შეიღებება, რასაც შავად შეღებილი ზოგიერთი დეტალი შეეხამება. სამაგიეროდ, მყიდველს ინტერიერის თავისი გემოვნებით, ექსკლუზიურად გაწყობის საშუალება ექნება.
„ვოლვო“ იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილზე მოთხოვნა, მისი წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს. კერძოდ, იგეგმება, რომ 2013 წლიდან, წარმოება 4–6 ათასს მიაღწევს. სავარაუდოდ, გაყიდვების ჰიბრიდების დაახლოებით 80 პროცენტს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები შეიძენენ. V60 D6–ის 30 პროცენტი სკანდინავიის ქვეყნებში უნდა გაიყიდოს, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, საფრაბგეთი, ჰოლანდია და ბრიტანეთი, მოთხოვნის შესაბამისად, 5–15 პროცენტს მიიღებენ.
No comments:
Post a Comment