Kubica to test 2010 Ferrari next Spring
12 დეკემბერი
პოლონელი მრბოლო რობერტ კუბიცა, რომელმაც გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გამოტოვა, ვერც მომავალ სეზონში შეძლებს ფორმულა ერთში დაბრუნებას. სამაგიეროდ, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ გაზაფხულზე მას „ფერარის“ ძველი ბოლიდის ტესტირების საშუალება მიეცემა.
ეს ინფორმაცია „გაძეტა დელო სპორტმა“ გაავრცელა. ტესტები გაზაფხულზეა დანიშნული, ტრასაზე კი კუბიცა 2010 წლის „ფერარი F10–ით“ გამოვა. ამგვარად, ის და იტალიური გუნდი, ტესტებზე აკრძალვის გვერდის ავლას შეძლებენ. თუ კუბიცას ტესტები წარმატებით ჩაივლის, თითქმის გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ 2013 წელს ის „ფერარის“ საპრიზო პილოტი გახდება. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ბრაზილიელ ფელიპე მასას შეცვლის, რომელსაც მარანელოელებთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.
როგორც ცნობილია, „ლოტუს რენომ“ არ ისურვა კუბიცასთან კონტრაქტის გაგრძელება. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ პოლონელისგან ვერ მიიღო იმის გარანტია, რომ მომავალი სეზონის შემდეგაც ამ გუნდში დარჩებოდა. როგორც ჩანს, „ლოტუს რენოს“ ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო კუბიცასა და „ფერარის“ შორის მოლაპარაკების შესახებ.
No comments:
Post a Comment