Vettel 'could beat Schumacher records' - Todt
29 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი დარწმუნებულია, რომ სებასტიან ფეტელს მიხაელ შუმახერის რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ „ფერარიში“ მუშაობისას, ტოდტი შუმახერის შეფი იყო და მასთან მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებს.
ცნობისათვის, 1995 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულს დაეუფლა, შუმახერი 26 წლის იყო. ფეტელმა კი მეორე ტიტული 24 წლისამ მოიპოვა.
„ფეტელს შუმახერის რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია. მაგრამ ეს მთავარი არაა. ორივე შესანიშნავი ადამიანია, თუმცა ხასიათი და პიროვნული თვისებები სრულიად განსხვავებული აქვთ“, – ამბობს ტოდტი და დასძენს, რომ მიუხედავად მისი ასაკისა – შუმახერს მალე 43 წელი შეუსრულდება, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ჯერაც შეუძლია რბოლების მოგება.
„გაიხსენეთ, რომ „ფერარიში“ გადასვლის შემდეგ, მას გამარჯვებები მაშინვე არ დაუწყია. ფორმულა 1–ში სასწაულებუი არ ხდება. სამწლიანი დაბრუნების შემდეგ, თანაც არა საუკეთესო მანქანით, მაშინვე მოგება შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ის ზეწოლას ძველებურად უძლებს. ამიტომ, არ გამოკვირდება, თუ მალე ისევ კვარცხლბეკზე ვიხილავ“, – იტალიურ გამოცემა „კორიერე დელა სერასთან“ საუბარში განაცხადა ტოდტმა.
No comments:
Post a Comment