Lancia Imperiale Design Concept by David Cardoso
29 დეკემბერი
იტალიურ კომპანია „ლანჩას“ დღეს იდენტურობის კრიზისი აქვს. და ეს კრიზისი კიდევ უფრო მას შემდეგ გაღრმავდა, რაც „ფიატმა“ გადაწყვიტა, რომ „ლანჩას“ სამოდელო გამა, „კრაისლერის“ ავტომობილების, მათ შორის, სედან 300–ის და მინივენ „თაუნ ენდ ქანთრის“ ხარჯზე შეევსო.
არცთუ შორეულ წარსულში, „ლანჩა“ პოპულარული ბრენდი იყო. თუნდაც ის ფაქტი რა ღირს, რომ მისი ავტომობილებით, რალის მსოფლიო ჩემპიონის 10 ტიტულია მოგებული. მაგრამ დღეს ამ კომპანიას, ავტობაზარზე ადგილი პრაქტიკულად დაკარგული აქვს და „ფიატ/კრაისლერის“ შეფ სერჯო მარკიონეს სიჯიუტე რომ არა, უკვე ისტორიის კთვნილება უნდა ყოფილიყო...
„ლანჩა“ იტალიის ბაზარზეც კი კარგავს ადგილს და ეს ბუნებრივია – მის ავტომობილებს ინდივიდუალობა, მომხიბვლელობა აკლია. ამ ნაკლის გამოსწორებას, თავად „ლანჩა“ ვერ ახერხებს, მისი საქმის გაკეთებას კი დროდადრო დამოუკიდებელი დიზაინრები ცდილობენ, რომლებიც „ლანჩას“ ემბლემით, საკმაოდ მომხიბვლელ კონცეპტუალურ ავტომობილებს ამზადებენ. ერთ–ერთი მათგანია ბელგიაში მცხოვრები ესპანელი დავიდ კარდოსო, რომელსაც ძალიან არ მოსწონს „ლანჩა თემა“ და ამ ავტომობილის საკუთარი, გაცილებით დახვეწილი ინტერპრეტაცია შეიმუშავა.
„როდესაც დავინახე, რომ „ლანჩამ“ ახალი თემა ამერიკული „კრაისლერ 300C–ს“ ბაზაზე დაამზადა, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ კომპანია იტალიური დიზაინის ტრადიციებს შორდება. ამიტომ, მე „იმპერიალე“ შევქმენი, რომელიც ამ ავტომობილს ჩაანაცვლებდა“, – ამბობს კარდოო, ვინც თავადაც სახელი „იმპერიალე“ ამერიკული კომპანიისგან ისესხა – „კრაისლერი“ ამ სახელით ლუქსის კლასის ავტომობილებს ათწლეულების განმავლობაში უშვებდა.
რაც შეეხება კონცეპტუალური „იმპერიალეს“ სტილს, მისი დამუშავებისას, დიზაინერმა „ლანჩას“ 1970–იანი წლების პოპულარული ავტომობილის, „გამა ბერლინას“ დაქანებული უკანა ნაწილის დიზაინი გამოიყენა. თუმცა, იტალიური კომპანიის ერთი დამახასიათებელი თვისება – რადიატორი უცვლელად შეინარჩუნა.
No comments:
Post a Comment