An Alternative Concept for a Bugatti Super Sedan by Dejan Hristov
29 დეკემბერი
მერმისს, რომელიმე დიდ საერთაშორისო მოტორ შოუზე, „ბუგატი“ თავის კონცეპტუალურ სედან „გალიბიერის“ სერიული ვერსიის ჩვენებას აპირებს, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ვოლფგანგ დურჰაიმერს ნათქვამი აქვს, რომ „გალიბიერის“ გარეგნობა მნიშვნელოვნად დასახვეწიაო. და საავტომობილო სამყაროც მოუთმენლად ელის, როგორი იქნება დახვეწილი ავტომობილი.
მაგრამ სანამ მას ვნახავთ, მაკედონელმა დიზაინერმა დეიან ჰრისტოვმა „გალიბიერის“ მისეული ხედვა შეიმუშავა და მისი ესკიზები ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპის“ დახმარებით გამოაქვეყნა.
ფოტოებიდან ჩანს, რომ „გალიბიერზე“ მეტად, ეს ავტომობილი კუპე „ვეირონს“ ჰგავს. მის ფორმებში საბორბლე თაღებია გამოკვეთილი და ის „გალიბიერზე“ გაცილებით აგრესიული სტილით გამოირჩევა. ამასთან, ავტორმა სახელში სედანი კი გაურია, მაგრამ ავტომობილს ოთხის ნაცვლად, მხოლოდ ორი, „თოლიას ფრთის“ ტიპის კარი აქვს. ორივე კარი ძალიან გრძელია და ამის წყალობით, სავარძლების უკანა რიგში მოხვედრა გაადვილებულია.
რა ტიპის აგრეგატს იმეტებს თავისი „სუპერ სედანისთვის“, ჰრისტოვი ამაზე არაფერს ამბობს. თუმცა, თქმა რა საჭიროა – „ვეირონის“ მსგავსად, ამ ავტომობილის ძრავიც V16 უნდა იყოს. თუმცა როგორ ჩაეტევა კაპოტქვეშ, ძნელი სათქმელია – თუ ვეირონზე ძრავი ბაზაშია მოთავსებული, სადაც მისთვის საკმარისი ადგილია, სედანზე ბაზას მთლიანად სალონი ითვისებს. ამიტომ, ძრავმა წინ უნდა გადაინაცვლოს...
No comments:
Post a Comment