Playboy Picks Its Hottest Cars Of 2012
24 დეკემბერი
სად „პლეიბი“ და სად ავტომობილები – აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკაა, მაგრამ სადაც ქალთა შორის ყველაზე ლამაზებს ირჩევენ ხოლმე (პლეიბოის ეგ საქმე კარგად ეხერხება), თავად მსოფლიოს ულამაზეს ქალებსაც ხომ აქვთ თავიანთი რჩეული ავტომობილის არჩევის უფლება? აქვთ და ირჩევენ კიდეც! და ამის საშუალებას მათ ისევ „პლეიბოი“ ირჩევს.
ალბათ იფიქრებდით, მშვენიერები არჩევანს სუპერ ავტომობილებზე შეარჩევდნენო. რა თქმა უნდა, მათს რჩეულთა შორის ასეთიც ბევრი მოხვდა, თუმცა ათ საუკეთესოში პატარა „ფიატ 500“ (ეს მანქანა არასდროს დაბერდება) და „ჰიუნდაი ველოსტერიც“ მოხვდა. არადა, ამათ ისეთ კამპანიაში ამოყვეს თავი, სადაც ალბათ „ლამბორგინი ავენტადორს“ ან „ბენტლი კონტინენტალ GTC–ს“ აღიარება უფრო მოსალოდნელი იყო.
მაგრამ ვერ პატარებმა მოიგეს და ვერც სუპერებ,ა. ლამაზების სიმპათიები „იაგუარ XK–ს“ ყველაზე მძლავრ მოდიფიკაცია XKR-S–ს ერგო. ეს ავტომობილი 5.0–ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება და მასთან ერთად, 550 ცხენის ძალას და 680 ნიუტონმეტრს (2500–5500 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან კი 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ ავლა დიდებით XKR-S–ს ადგილიდან 100 კმ/სთ–ის აკრეფა 4.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ–ს აღწევს.
„იაგუარ XKR-S–ის“ გარდა, „პლეიბოის“ რჩეულთა შორის ასევე მოხვდნენ:
ლამბორგინი ავენტადორ LP 700-4
ფიატ 500
რეინჯ როვერ ევოუკი
ლექსუს CT 200h
ბეემვე 1-ლი სერიის M კუპე
ბენტლი კონტინენტალ GTC
ფორდ მუსტანგ ბოს 302
აუდი A7
მერსედეს–ბენც CLS 63 AMG
ჰიუნდაი ველოსტერი
No comments:
Post a Comment