Thursday, June 16, 2011

„აუდი“ თავისი ქროსოვერების გამას ამდიდრებს

Audi developing new Q1, Q4 crossovers
16 ივნისი
ზუსტად ჯერ არავინ იცის, გამოუშვებს თუ არა „აუდი“ Q1 და Q4 ქროსოვერებს, მაგრამ გერმანული კომპანიის ბოლო წლების მიდრეკილება, რომელიც თავისი საწარმოო პროგრამის უგზოობის ავტომობილებით შევსებაში გამოიხატება, სწორედ ასეთი ვარაუდისკენ გვიბიძგებს. და ინტერნეტშიც ამაზე ხშირად ლაპარაკობენ.
ცნობისათვის, „აუდიმ“ პირველი უგზოობის ავტომობილი 2005 წელს გამოუშვა. ეს იყო Q7, რომელიც პლატფორმას „ფოლკსვაგენის“ „ტუარეგთან“ და „პორშეს“ „კაიენთან“ იყოფს. მას შემდგ ხუთ წელზე მეტი გავიდა და ამ დროში, ინგოლშტადტელებმა ამავე კლასის კიდევ ორი ავტომობილი - Q5 და ახლახანს Q3 გამოუშვეს (ფოტოზე). აშკარაა - ტენდენცია დაპატარავებისკენ მიდის.
მალე კი „აუდი“ უგზოობის ავტომობილებით თავის გატაცებას კიდევ ერთი შტრიხით შეავსებს და ეს შტრიხი, მათი სპორტული ვერსიების წარმოების დაწყებაა. ამ მიმართულებით პირველი ალბათ Q6 გახდება, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ უგზოობის კუპე X6-ს უნდა გაუწიოს.

აშკარაა, რომ ინგოლშტადტელები ცდილობენ, თავიანთი სამოდელო გამა ისეთი ავტომობილებით შეავსონ, როგორებიც უკვე გამოჩნდა ან მალე გამოჩნდება ბავარიელთა შოურუმებში. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგან ისინი პრემიუმ სეგმენტში ერთმანეთის კონკურენტები არიან და ბაზრის ყოველი მეათედი პროცენტისთვის, თავდაუზოგავად იბრძვიან.
ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ინფორმაციით, Q1 პლატფორმას ან ჰეჩბეკ A1-სგან, ან შემდეგი თაობის A3-სგან მიიღებს. არაა გამორიცხული, რომ ის ახალი A2-ის ბაზაზეც დაამზადონ. თუმცა, რამდენადაც ამ ავტომობილის კონვეიერზე დაბრუნება გადაიდო, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდ მოჩანს. ნებისმიერ შემთხვევაში, Q1 შოურუმებში 2013 წელს უნდა გამოჩნდეს.
უფრო შორეულ მომავალში კი, Q4-ის ჯერიც დადგება, რომელიც Q6-ის მსგავსად, სპორტული ქოსოვერი იქნება და ის „პორშე კაიუნის“ მსგავსად, სამკარიანი ძარითაც დამზადდება.

No comments:

Post a Comment