Thursday, June 16, 2011

„ბეემვემ“ ელექტრული „მინის“ ტესტირება შეაჯამა

Study: Most Mini E drivers adapt to their electric vehicles
15 ივნისი
კალიფორნიულმა უნივერსიტეტმა და „ბეემვეს“ ჯგუფმა გამოაქვეყნეს „მინის“ ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილების გამოცდების შედეგები. გამოცდებში სხვადასხვა შტატში მცხოვრები 120 ამერიკული ოჯახი მონაწილეობდა, რომლებიც ელექტრომობილებით ერთი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ. ამ პერიოდში მათ საერთო ჯამში, 1.6 მილიონი კილომეტრი გაიარეს.

ტესტირების მიზანი იმის დადგენა იყო, თუ რამდენად ადვილად შეიძლება შეეგუოს საშუალო ამერიკული ოჯახი ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, რამდენად მოსახერხებელი შეიძლება იყოს ელექტრომობილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. ეს გამოკვლევა ძირითადი შემადგენელი ნაწილია „ბეემვეს“ სამარკეტინგო კვლევისა, რომლის მიზანსაც, ელექტრომობილების პერსპექტივის შესწავლა წარმოადგენს.
ტესტების უკლებლივ ყველა მონაწილემ აღიარა, ელექტრომობილები ყოველდღიური მოხმარებისთვის ძალიან პრაქტიკული და ადვილად სამართავია. მათმა 90-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ „მინის“ ელექტრომობილი მათს მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
ტესტირებაში მონაწილეთა სამ მეოთხედზე მეტმა აღიარა, რომ ელექტრომობილებზე შთაბეჭდილება შეიცვალა და ამიერიდან, ისინი ასეთი ავტომობილების შეძენაზეც იფიქრებენ. მხოლოდ 9 პროცენტი იყო ისეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ელექტრომობილის შეძენას არ აპირებს. 88 პროცენტი ამბობს, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში, ელექტრომობილის, ან ჰიბრიდული ავტომობილის შეძენაზე დაფიქრდება.
ტესტირებაში მონაწილეთა 71 პროცენტი ამბობს, რომ ყოველდღიურად, საშუალოდ 64 კილომეტრზე ნაკლებს გადის. 95 პროცენტი კი 130 კილომეტრზე ნაკლებს გადის. ამგვარად, „მინი E-ს“ სვლის სიშორე მათს ყოველდღიურ მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ცნობისათვის, ეს ავტომობილი 204-ცხენისძალიანი ელექტროძრავით და ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკითაა აღჭურვილი. მისი სვლის სიშორე კი 240 კილომეტრია.
„მინიმ“ საზოგადოებრივი ტესტირებისთვის სულ 450 ელექტრომობილი დაამზადა, რომლებსაც მსგავსი ტესტირება გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჩინეთში ჩაუტარდა. ტესტირების პროცესი ერთი წელი გრძელდბოდა და ამ პერიოდში, მისი მონაწილენი ლიზინგის საფასურად, თვეში 850 დოლარს იხდიდნენ.

No comments:

Post a Comment