Thursday, June 16, 2011

„პორშე კაიუნი“ უფრო სპორტული იქნება, ვიდრე „აუდი Q5“

Porsche Cajun to Have Three-Door Version, Will Be Much Sportier Than Q5
16 ივნისი

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში იდენტურობის ერთგვარი პრობლემაა და ეს არნახულად გამკაცრებული კონკურენციის შედეგია. მაგალითად, უგზოობის ავტომობილის მფლობელს ხშირად სურს, რომ მის მანქანას ფუფუნების ელემენტები ჰქონდეს, მაგრამ როგორც კი გრუნტიან გზაზე გადავა, მაშინვე სპორტული კუპეს თვისებებს ითხოვს. ჰეჩბეკის მყიდველს კი სურს, რომ მის მანქანას უფრო ფართო სალონი და ქროსოვერივით გამავლობა ჰქონდეს. მოკლედ, სახეზეა უნივერსალიზმისკენ მიდრეკილება.

რა თქმა უნდა, მწარმოებლები ამ მიდრეკილების და მოთხოვების დაკმაყოფლებას ცდილობენ. მათ შორისაა „პორშეც“, რომელიც წარმოებისთვის უგზოობის კომპაქტურ „კაიუნს“ ამზადებს და ამ ავტომობილს ის მყიდველს განსხვავებული სეგმენტებისთვის დამახასიათებელი თვისებებით შესთავაზებს.
ახალი ავტომობილი Q5-ის წინაამძრავიან პლატფორმას დაეყრდნობა, თუმცა სტანდარტულ აღჭურვილობაში, ის „აუდისვე“ სრულამძრავიან სისტემას მიიღებს. „კაიუნი“ ასევე განსხვავებული სამუხრუჭე სისტემასაც მიიღებს. რაც მტავარია, Q5-ისგან მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ისიც იქნება, რომ ცუფენჰაუზენელთა ავტომობილი უფრო მოკლე, დაბალი და განიერი იქნება. ამასთან, ის სამ და ხუთკარიანი ძარებით გამოვა.
ინტერიერით, „კაიუნი“ უფრო სედან „პანამერას“ დაემსგავსება, რომელშიც დამხმარე ხელსაწყოების და მაჩვენებლების გადამრთველები, განიერ ცენტრალურ კონსოლზეა გადატანილი. რამდენადაც „პორშეს“ სურს, რომ ავტომობილს სპორტული სტილი ჰქონდეს, მის სალონში ბევრ ისეთ ელემენტებს გამოიყენებს, როგორებიც ორკარიან მოდელებში გვხვდება.
კაპოტის ქვეშ, ახალი, წყვილ ტურბოკომპრესორიანი 3.0-ლიტრიანი დიზელი განლაგდება, რომელსაც „აუდი“ თავისი Q5-ის განახლებული ვერსიისთვის ამზადებს. სავარაუდოდ, ამ ძრავს ფორსირების რამდენიმე ხარისხით დაამზადებენ, რომელთაგან ყველაზე ძმლავრი 300 ცხენის ძალას განავითარებს. „რეინჯ როვერის“ „ევოკთან“ საკონკურენციოდ, „კაიუნი“ ასევე უფრო ეკონომიური ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი TFSI აგრეგატითაც აღიჭურვება. მოგვიანებით კი ამ ავტომობილს ჰიბრიდული ძალური დანადგარითაც გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment