Monday, October 17, 2011

ჰამილტონის მანქანამ კორეაში ჩაჭიდება დაკარგა

Whitmarsh says downforce loss issue cost Hamilton in the Korean Grand Prix
17 ოქტომბერი
როგორც ირკვევა, ლუის ჰამილტონმა კორეული რბოლისას, სებასტიან ფეტელს წინააღმდეგობა იმის გამო ვერ გაუწია, რომ მისმა მანქანამ მოულოდნლად, დაკარგა გზასთან ჩაჭიდების ძალა. ამის შესახებ, ბრიტანულ გამოცემა ”ავტოსპორტთან” საუბრისას, ”მაკლარენის” შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა.
ის აზუსტებს, რომ ჰამილტონის მანქანამ ჩაჭიდების 10 პროცენტი ჯერაც დაუდგენელი მიზეზის გამო, რბოლის დასაწყისშივე დაკარგა. ამის გამო, მას ადვილად გაუარა რბოლის ფეტელმა, რომელმაც საბოლოოდ, ფინიშთან 12 წამით მიასწრო. ჰამილტონს კი მთელი ტავისი უნარის მობილიზება დასჭირდა იმისათვის, რომ ფეტელის თანაგუნდელ მარკ უებერის გააფთრებული შეტევები მოეგერიებინა.
”შესანიშნავი სტარტი გვქონდა და პირველ მოსახვევშიც კარგად შევედით, მაგრამ შემდეგ, ლუისის მანქანის წინა ნაწილის გზასთან ჩაჭიდება გაუარესდა. რამ გამოიწვია ეს, არ ვიცით. ფაქტია, რომ ლუისის მანქანამ ჩაჭიდების 10 პროცენტი დაკარგა. სწორედ ამის გამო, ჩვენ საკმარისად სწრაფები ვერ ვიყავით. მაგრამ ლუისმა შესანიშნავად იასპარეზა - ფინიშამდე 30 წრით ადრე ვინ იტყოდა, რომ ის მასზე სწრაფი მანქანის შეტევების მოგერიებას შეძლებდა”, - ყვება უიტმარში და დასძენს:
”რა ტქმა უნდა, ”რედ ბულს” ვულოცავთ, მაგრამ ლუისმაც შესანიშნავად იასპარეზა. რა თქმა უნდა, ის უკმაყოფილოა, რომ გამარჯვებისთვის საკმარისად სწრაფი ვერ იყო, მაგრამ როგორც პროფესიონალს, კმაყოფილების სრული საფუძველი აქვს, რადგან თავისი საქმე უმაღლეს დონეზე გააკეთა”.
უიტმარში ასევე ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემები ჯენსონ ბატონსაც ჰქონდა, რომელმაც სტარტზე რამდენიმე ადგილი დაკარგა და მესამედან მერვე პოზიციამდე დაქვეითდა. გუნდის შეფმა პირველ წრეს შოკის მომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ გუნდს ამის მიზეზის დადგენა სჭირდება. მითუმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ორივე პილოტი პირველ წრეზე ბევრს კარგავს.

No comments:

Post a Comment