Monday, January 2, 2012

წელს „ჰიუნდაი“ 12.2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Hyundai will invest $12.2B in r&d, facilities next year
2 იანვარი
ჯგუფი „ჰიუნდაი მოტორი“, რომელშიც ორი კორეული საავტომობილო კომპანია – „ჰიუნდაი მოტორი“ და „კია მოტორსია“ გაერთიანებული, წელს თავისი საწარმოების განვითარებაზე, ახალი მოდელების და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე 12.2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ამ საინვესტიციო პაკეტის მოცულობა 15.6 პროცენტით მეტია შარშანდელზე. ამ თანხიდან, 4.4 მილიარდი დოლარი კვლევასა და განვითარებაზე დაიხარჯება. ყველაზე მეტი ყურადღება, გარემოსადმი მეგობრული, ეკონომიური ტექნოლოგიების შემუშავებას მოხმარდება. დანარჩენ თანხას კი კორეული კომპანიები თავიანთი საწარმოების გადაიარაღებასა და ახალი ქარხნების მშენებლობაზე დახარჯავენ. კერძოდ, კორეასა და მის საზღვრებს გარეთ, ახალი საწარმოები აშენდება. გარკვეული თანხა ასევე „ჰიუნდაის“ ფოლადის მწარმოებელ საწარმოებს მოხმარდება.
ეს იმ დროს ხდება, როდსაც „ჰიუნდაის“ და „კიას“ საწარმოების უმეტესობა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ხშირად მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, ორივე კორეული კომპანიის მიერ თავიანთი დილერებისთვის მიწოდებული ავტომობილების მარაგი მხოლოდ 30 დღესაა საკმარისი. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ავტოინდუსტრიის ანალოგიური მაჩვენებელი 61 დღეა.
გასულ წელს, ორივე კომპანიამ ჯამში 6.5 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა. წელს კი პროგნოზი 7 მილიარდია. ამ მაჩვენებლებით, კორეულ გიგანტს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია. ისინი განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე აქტიურობენ და წარმატებებსაც აღწევენ, სადაც მეტწილად, იაპონურ კომპანიებს ართმევენ ბაზრის წილს. ამას კი შარშან თავისი მიზეზი ჰქონდა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და მას მოყოლილი ცუნამის სახით.
ამასთან, კორეული კომპანიები აღიარებენ, რომ წელს მათი გაყიდვების ზრდის ტემპი მოიკლებს, რისი მიზეზიც ისაა, რომ ამ კომპანიების საწარმოების შესაძლებლობები მაქსიმალურადაა ათვისებული და წარმოების გაზრდა ადვილი არ იქნება. ამასთან, წარმოების გასაზრდელად, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, თუმცა „ჰიუნდაი“ მათ შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.
სამხრეთკორეულ ბიზნეს გამოცემა „MK ბიზნეს ნიუსის“ ინფორმაციით, „ჰიუნდაი“ სამხრეთ კორეაში ახალი ამწყობი ქარხნის აშენებას გეგმავს, ერთს კი უცხოეთში (დაზუსტებული არაა) ააშენებს. ამასთან, მოდერნიზაცია გვანჯუს (სამხ.კორეა) ქარხანას ჩაუტარდება, რის შემდგაც მისი სიმძლავრე გაიზრდება.

No comments:

Post a Comment