Mini bringing panel van to Geneva?
2 იანვარი
ჯერ ეს დადასტურებული ინფორმაცია არაა, თუმცა გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“, „ბეემვესგან“ გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე იტყობინება, ჟენევის მოტორ შოუზე, ბავარიელთა ხელში არსებული ინგლისური მარკა სატვირთო მინი ვენის კონცეპტუალურ ვერსიას წარადგენს.
ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ახალი ავტომობილი „მინი კლუბმენის“ ბაზაზე მზადდება. პირველ რიგში, მანქანა უკანა სავარძლებს დაკარგავს, რომელთა ადგილზეც, საბარგული განთავსდება. უკანა შუშას და უკანა გვერდით ფანჯრებს კი ლითონის ფურცლები შეცვლის (როგორც საბარგო მინივენებზეა ხოლმე). ჯერჯერობით უცნობია, დატოვებენ თუ არა უკანა კარებს.
ასევე ჯერჯერობით არაა ინფორმაცია ძრავების შესახებ. სავარაუდოდ, მათაც „კლუბმენისგან“ აიღებენ. ამ ავტომობილის ევროპული ვერსიისთვის ბენზინზე მომუშავე ოთხ და დიზელის სამ ძრავს იყენებენ. ბენზინის ძრავების მუშა მოცულობა 1.6 ლიტრია და ისინი 98–დან 211 ცხენის ძალამდე ავითარებენ. დიზელის აგრეგატების სიმძლავრე კი 89, 110 და 143 ცხენის ძალაა. სავარაუდიდ, სატვირთო მინივენისთვის უმთავრესად დიზელის ძრავებს შეარჩევენ.
No comments:
Post a Comment