Toyota Says it Received 60,000 Orders for New Aqua Hybrid in Japan Before Launch
2 იანვარი
„ტოიოტამ“ თავისი ახალი ჰიბრიდული ავტომობილის – ჰეჩბეკ „აკვას“ გაყიდვები გასული წლის ბოლო დღეებში დაიწყო, თუმცა მასზე უკვე რიგები დაუდგა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილზე უკვე 60 000 შეკვეთაა მიღებული. ეს კი „ტოიოტას“ მიერ დაგეგმილ ყოველთვიურ გაყიდვებზე ხუთჯერ მეტია.
„ტოიოტას“ მმართველი ოფიცერი კოეი საგა ამბობს, რომ მიღებული შეკვეთების რაოდენობის გამო, თუ ახლა „აკვას“ (ამ ავტომობილს ასე ჰქვია იაპონიაში, საერთაშორისო ბაზარზე კი ის პრიუს C–ს სახელით გავა) შეძენაზე განაცხადს გააკეთებთ და წინასწარ შესატანსაც გადაიხდით, სასურველ ავტომობილს ოთხი თვის შემდეგ მიიღებთ.„აკვას“ პრემიერა დეკემბრის დასაწყისში, ტოკიოს მოტორ შოუზე შედგა. გაბარიტებით ის თითქმის ჰეჩბეკ „იარისის“ ზომისაა. მის ჰიბრიდულ სისტემაში, ოთხცილინდრიან 1.5–ლიტრიან ბენზინის ძრავთან, ელექტროძრავია შექყვილებული. მათი ჯამური სიმძლავრე 98 ცხენის ძალაა. შიდაწვის ძრავთან უსაფეხურო ვარიატორია მიერთებული.
ამ აგრეგატის დახმარებით, „აკვა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 10.7 წამს უნდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, „ტოიოტას“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ პატარა ჰიბრიდს ერთი ლიტრი ბენზინი 35.4 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. ანუ 100 კილომეტრის გასავლელად მას სულ რაღაც, 2.8 ლიტრი ბენზინი სჭირდება.
იაპონიაში „აკვას“ საბაზო ვერსია 1.69 მილიონი იენი (21 770 დოლარი) ღირს, მისი მაქსიმალური ფასი კი 1.85 მილიონ იენს (23 830 დოლარს) აღწევს.
No comments:
Post a Comment