Wednesday, January 11, 2012

„ლოტუსის“ თვითრეგულირებადი საკიდარი ლეგალურად გამოცხადდა

Lotus's rivals set to be forced to copy innovative reactive ride height system
11 იანვარი
ეგრეთ წოდბული ჩასაბერი დიფუზორისა და აეროდინამიკური ჰაერსადინარის აკრძალვის შემდეგ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) კიდევ ერთი ინოვაციის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის შემოწმება დასჭირდა. საქმე „ლოტუსის“ (შარშანდელი რენოს) თვითრეგულირებად საკიდარს ეხება, რომელიც დამუხრუჭებისას, ავტომობილის გზის საფართან დაშორებას უცვლელად ინარჩუნებს.

აღნიშნული სიახლე „ლოტუსის“ კონკურენტმა გუნდებმა გასული სეზონის შემდეგ, აბუ დაბიში ჩატარებული ახალგაზრდა პილოტების სატესტო რბოლების დროს შენიშნეს. რა თქმა უნდა, მათ აღნიშნული სისტემის რეგლამენტთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, კითხვები გაუჩნდათ. და ეს კითხვები FIA–ს გაუგზავნეს.
სანამ ფედერაციის ტექნიკური კომისია საკითხს შეისწავლიდა, „გაძეტა დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც გამოითხვა ვარაუდი, რომ აღნიშნული სისტემა მექანიკურია და რომ კლირენსის რეგულირებისთვის, პილოტი სპეციალურ სატერფულს იყენებს. ეს კი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაა.
ფორმულა ერთის ტექნიკური რეგლამენტის 3.15 მუხლი გვამცნობს: „იმ ნაწილების გამოკლებით, რომლებზეც რეგლამენტის 3.18 მუხლშია ლაპარაკი (რეგულირებად ფრთა – DRS), მანქანის ნებისმიერი სისტემა, მოწყობილობა, ან პროცედურა, რომელიც მრბოლის ჩარევას საჭიროებს და მანქანის აეროდინამიკური მახასიათებლების ცვლილებას იწვევს, აკრძალულია“.
ყველაფერი კარგი, მაგრამ გამოცემა „ავტოსპორტმა“ დაადგინა, რომ „:ლოტუსის“ კონსტრუქციაში გამოყენებულ საკიდარის სარეგულირებელს პილოტთან არავითარი შეხება არ აქვს. ის პირდაპირ სამუხრუჭე სისტემასთანაა დაკავშირებული და მუხრუჭის სატერფულზე ზეწოლის შესაბამისად არეგულირებს წინა საკიდარს. და რამდენადაც რეგულირების პროცესში პილოტი პირდაპირ ჩართული არაა, სისტემა კი პირდაპირ უკავშირდება საკიდარს, რეგლამენტი არ ირღვევა.
„ავტოსპორტმა“ ისიც დაადგინა, რომ ამ სისტემის შემუშავებისას, „რენოს“ მუდმივად საქმის კურსში ჰყავდა FIA. სისტემის შემუშავება ჯერ კიდევ 2010 წელს დაუწყიათ, გასული სეზონის დასაწყისში კი, გუნდმა მისი გამოყენების უფლება მიიღო. ამგვარად, მეტოქე გუნდებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ – მათ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაონ მსგავსი სისტემები და FIA–სთან შეათანხმონ, რათა სეზონის მსვლელობისას, მდევრის როლში ყოფნამ არ მოუწიოთ. სხვათა შორის, „ავტოსპორტმა“ ისიც დაადგინა, რომ ერთ–ერთ მოწინავე გუნდს მსგავსი სისტემის შემუშავება უკვე დაუწყია...

No comments:

Post a Comment