Friday, June 17, 2011

„შევროლე კობალტი“ ჯერ მხოლოდ ლათინური ამერიკისტვის

New Chevrolet Cobalt Sedan Concept Unveiled in Buenos Aires
17 ივნისი
„გოლფის“ კლასში „შევროლეს“ გლობალური მოდელი „კრუზია“, რომელსაც „ჯენერალ მოტორსი“ სედანის და ჰეჩბეკის ძარებით აწარმოებს. მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკული კომპანია, ამავე კლასში სადებიუტოდ, კიდევ ერთ ავტომობილს ამზადებს, რომლის წინასერიული კონცეპტუალური ვერსიაც, ახლახანს სედანის ძარით, ბუენოს აირესის ავტო შოუზე, პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე.

სხვათა შორის, ამ კლასის ავტომობილი, ამავე სახელით, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ბაზარზეც იყიდებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ის „შევროლე კრუზმა“ შეცვალა. სამაგიეროდ, სახელი „კობალტი“ გენერლებმა სამხრეთ ამერიკის და სწრაფად განვითარებადი სხვა ბაზრებისთვის (აზია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი) შემოინახეს. ამდენად, ისიც გლობალური მოდელია.
ოთხკარიანი სედანი „კობალტი“, „ჯენერალ მოტორსის“ სამხრეთამერიკულმა ტექნიკურმა ცენტრმა შეიმუშავა, მის გარეგნობაზე კი ბრაზილიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. მისი წარმოება მერმისს უნდა დაიწყოს, თუმცა მის შესახებ ჯერჯერობით ტექნიკური დეტალები არ ვრცელდება. გარეგნულად, ის ძლიერ ჰგავს ევროპულ „შევროლე ავეოს“, თუმცა მასზე ოდნავ დიდია.
„ჯენერალ მოტორსი“ აცხადებს, რომ „შევროლე კობალტს“ მყიდველს ოთხცილინდრიანი ძრავებით შესთავაზებს, რომელთა მუშა მოცულობაც 1.3-დან 1.8 ლიტრამდეა. ისინი ბენზინზე, დიზელსა და შერეულ საწვავზე (ბენზინის და ეთანოლის ნარევზე) იმუშავებს. ძრავებს მექანიკური და ავტომატური კოლოფები შეუწყვილდება.
როგორც კონცეპტუალურ ავტომობილს შეეფერება, ბუენოს აირესში გამოფენილი წინასერიული „კობალტი“ ბევრი ისეთი ელემენტითაა აღჭურვილი, რომლებიც კონვეიერამდე ვერ მიაღწევს. სალონიც ტყავითაა გაწყობილი, რაც ასეთ ავტომობილს არ შეეფერება. ამასთან, ის ამ კლასის ავტომობილისთვის ზორბა, 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 255/45 R17 საბურავებია ჩაცმული. დაკიდევ, უკანა ბამპერის ორივე კიდის ძირში გამოსაბოლქვი მილები ჩანს.

No comments:

Post a Comment