Sunday, February 12, 2012

ლატვალამ მეორედ მოიგო შვედეთის რალი

Latvala wins in Sweden despite late puncture
12 თებერვალი
ლატვალა და მისი ნავიგატორი მიკა ანტილა
გამარჯვებას ზეიმობენ
მიუხედავად იმისა, რომ 22-ე სპეცმონაკვეთზე ლოდს დაეჯახა და საბურავი დაუზიანდა, ფინელმა იარი-მატი ლატვალამ მაინც მოიგო რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპი, შვედეთის რალი.


ავარიამდე, ლატვალას უპირატესობამ უახლოეს მდევარ მიკო ჰირვონენთან 35 წამს მიაღწია, მაგრამ ქვას რომ დაეჯახა და საბურავი დაეშვა, ჰანდკაპი 8 წამამდე შემცირდა. მაგრამ მომდევნო სპეცმონაკვეთზე, მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და უპირატესობაც გაზარდა. ბოლო ორ სპეცმონაკვეთზე კი ჰირვონენმა მისი დაწევა ვეღარ შეძლო.
ეს ორი მრბოლი ასპარეზობას სათავეში პირველივე დღეს, მას შემდეგ მოექცა, რაც მადს ოსტბერგს მართვადობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, პეტერ სოლბერგი დატრიალდა და სებასტიან ლოები თოვლის გროვას შეეჯახა. მეორე დღეს, ლატვალა კიდევ უფრო მას შემდეგ დაწინაურდა, რაც ჰირვონენს არასწორად დაურეგულირეს მანქანა. თუმცა, დიდი უპირატესობა მაინც ვერ მიიღო.
მესამე ადგილისთვის უშეღავათო ბრძოლა ჰქონდათ ოსტბერგს და სოლბერგს. მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს ერთხელ საბურავი დაეშვა, რითც კარგად ისარგებლა ოსტბერგმა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. სოლბერგი ზუსტად იმ ადგილას დაეჯახა ლოდს, სადაც ლატვალა და ეს ძვირად დაუჯდა.
ამჯერად მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა სებასტიან ლოები, რომელმაც რუსი ევგენი ნოვიკოვის გასწრება ვეღარ შესძლო. ამ უკანასკნელმა კი ზედზედ მეორე რბოლა დაასრულა მე-5 ადგილზე.

შვედეთის რალის შედეგები
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  3:18:28.300
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     +00:16.600
3. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        00:38.800
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     01:14.300
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        02:41.400
6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          02:55.100
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    03:49.500
8. პატრიკ სანდელი (შვედეთი, მინი)                           05:08.900
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          05:30.000
10. ეივინდ ბრიუნილდსენი (ნორვეგია, ფორდი)      06:27.200

No comments:

Post a Comment