Sunday, February 12, 2012

ლატვალა მეორე დღის შემდეგაც ლიდერობს

Latvala stretches lead in Swedish snow
11 თებერვალი

შვედეთის რალის მეორე დღემ ლიდერთა სამეულში ცვლილების გარეშე ჩაიარა. ფინელმა იარი-მატი ლატვალამ თავის თანამემამულე და ყოფილ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან თავისი უპირატესობა 7 წამით გაზარდა.

როგორც ლიდერს, ლატვალას მეორე დღის სპეცმონაკვეთებზე პირველს უწევდა გასვლა და ამიტომ, საკმაოდ ფრთხილობდა, თუმცა უპირატესობის გაზრდა მაინც მოახერხა. ჰირვონენი თითქმის ნახევარ წუთს უგებს ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს, რომელსაც თავისი პოზიციის დაცვა თანამემამულე მადს ოსტბერგიისგან უწევს.
ერთი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა, რომელიც პირველი დღის მე-7 სპეცმონაკვეთზე თოვლის გროვას შეეჯახა და ამიტომ ბევრი დრო დაკარგა. ფრანგმა სეზონის პირველი რბოლა - მონტე კარლოს რალი მოიგო, თუმცა ამჯერად საპრიზო სამეულს მიღმა დარჩება. მას მეორე დღესაც ინციდენტი შეემთხვა - ჯერ დატრიალდა, შემდეგ კი საბურავი დაუზიანდა. თუმცა, ამის მიუხედავად დღის ბოლო, სპრინტერულ სპეცმონაკვეთზე საუკეთესო დროის (ამავე სპეცზე ზუსტად იგივე დრო ჰქონდა ესტონელ ოტ ტანაკსაც) ჩვენების შემდეგ განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.
რბოლის მესამე დღეს, მის მონაწილეებს 6 სპეცმონაკვეთის გავლა უწევთ, რომელთა საერთო სიგრძეც 84.84 კილომეტრია.

შვედეთის რალის კლასიფიკაცია ორი დღის შემდეგ
1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  2:30:08.000
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     +00:23.000
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                     00:51.400
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        01:02.500
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        02:13.100
6. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          02:57.500
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    03:02.400
8. პატრიკ სანდელი (შვედეთი, მინი)                           04:31.800
9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                          04:34.400
10. ეივინდ ბრიუნილდსენი (ნორვეგია, ფორდი)      05:08.700

No comments:

Post a Comment