Ferrari chief designer Nikolas Tombazis defends 'ugly' new F1 car
4 თებერვალი
„ფერარის“ მთავარი ინჟინერი ნიკოლას ტომბაზისი (ფოტოზე) არ ეთანხმება მოსაზრებას მისი გუნდის ახალი მანქანის სიმახინჯის შესახებ. „ფერარი 2012“ ახალი რეგლამენტის გათვალისწინებითაა შექმნილი, რომელიც მანქანის ცხვირის წვერის სიმაღლეს ზღუდავს.
იმისათვის, რომ ძირისკენ ჰაერის მძლავრი ნაკადის შესვლა უზრუნველეყოთ, შასი მაქსიმალურად ზევით ასწიეს, რის გამოც, ცხვირის ნაწილის შედარებით დაბლა დამაგრება გახდა საჭირო. ამგვარად, გადაბმის ადგილზე, ერთგვარი კეხი წარმოიქმნა, რაც მანქანას ამახინჯებს.
მაგრამ ბერძენი სპეციალისტი თვლის, რომ ახალი მანქანა სულაც არაა მახინჯი: „ზოგი ამბობს, რომ ეს მანქანა მახინჯია. მე კი ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ცხვირზე კეხის არსებობასთან შეგუება მოგვიწევს. სამაგიეროდ, მთლიანობაში მანქანა დეტალურად დავამუშავეთ. საერთოდ, მახინჯი მანქანა ისაა, რომელიც რბოლებს ვერ იგებს. ლამაზი კი – იგებს. ჰოდა, მე მჯერა, რომ ეს მშვენიერი მანქანაა და ამაში სეზონის დაწყებისთანავე დარწმუნდებით“.
ტომბაზისი ასევე ამბობს, რომ მის გუნდს უკვე დაგეგმილი აქვს მოდიფიკაციები, რომლებსაც სეზონის პირველ რბოლამდე განახორციელებს. სეზონის დაწყებამდე კი უმთავრესი ყურადღება გამოსაბოლქვის კონფიგურაციას და მის სრულყოფას დაეთმობა.
„ეს მანქანა პირველ რბოლამდე კიდვე შეიცვლება. ჩვენ ახლაც ინტენსიურდ ვმუშაობთ მილში, აეროდინამიკურ პაკეტზე და ჩვენი დიზაინერები ალბათ რაღაც დეტალებს შეცვლიან. ამასთან, ტესტებზე მნიშვნელოვან ექსპერიმენტებს ვგეგმავთ, რის შემდეგაც, მელბურნისთვის საბოლოო პაკეტს შევარჩევთ“.
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ მას სრულებით არ აღელვებს მანქანის გარეგნობა, რადგან დარწმუნებულია, რომ ის კონკურენტუნარიანია: „პირადად მე ვთვლი, რომ მანქანა არც ისე ლამაზია, მაგრამ ამას ფ1–ში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ასეთი არჩევანი ტექნიკურმა რეგლამენტმა განსაზღვრა. მიზანი ის იყო, რომ მანქანა ძალიან სწრაფი გამოსულიყო. როგორც ჩვენმა შეფმა ბრძანა, მთავარი ის კი არაა, მანქანა მახინჯია, თუ ლამაზი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან კარგად იმუშაოს“.
No comments:
Post a Comment