Bertone gets More Specific with Nuccio Concept Renderings
24 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუს გახსნამდე ორი კვირაც აღარ დარჩა და მისი მონაწილეები ახლა საკუთარი ექსპონატებისადმი ინტერესის გაღვივებით არიან დაკავებულნი. საერთოდ, შოუებზე დიზაინ ატელიე „ბერტონეს“ ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ დამკვიდრებულ მარკეტინგულ სხვას ეს სახელოვანი ატელიეც იყენებს და ამჯერად, თავისი კონცეპტუალური „ნუჩოს“ უფრო დასრულებულ ესკიზებს გვაცნობს.
შეგახსენებთ, რომ „ბერტონე“, დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღნიშნავს და „ნუჩოც“ სწორედ ამასთან დაკავშირებით შექმნა. ეს სახელი ავტომობილს ჯუზეპე „ნუჩო“ ბერტონეს საპატივცემულოდ, ადამიანის, ვინც ამ კომპპანიის ისტორიაში, ყველაზე სახელოვანი დიზაინერია.
ამჯერად „ბერტონემ“ გვაცნობა, რომ ავტომობილს ძრავი ბაზაში, ოდნავ უკან აქვს მოტავსებული, თუმცა მის მახასიათებლებზე ჯერ არაფერი უთქვამს. ისიც უცნობია, თუ რა ტიპის ძრავითაა „ნუჩო“ აღჭურვილი. ისიც აშკარაა, რომ ამ ავტომობილის დიზაინს საერთო ბევრი არაფერი აქვს ლეგენდარულ კონცეპტუალურ „სტრატოს ზეროსთან“, რომელმაც თავის დროზე, სუპერ ავტომობილებში ახალ მოდას მისცა დასაბამი...
ჟენევაში პრემიერის შემდეგ, „ბერტონე“ კონცეპტუალური „ნუჩოს“ ჩვენებას პეკინისა და ტურინის ავტო შოუებზეც გეგმავს.
No comments:
Post a Comment