Dacia’s Affordable and Roomy Lodgy MPV will Start from Just Under €10,000
31 მარტი
რუმინული კომპანია „დაჩია“, რომელიც მთლიანად „რენოს“ მფლობელობაშია, ხელმისაწვდომ ავტომობილებს აწარმოებს. ჯერ სედანი „ლოგანი“ და ჰეჩბეკი „სანდენო“, მერე უგზოობის „დასტერი“ და ახლა მინივენი „ლოდჯი“... ამ უკანასკნელის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. ამ ავტომობილის საბაზო ვერსიის ღირებულება 9900 ევრო იქნება.
„ჩვენი კომპანია კიდევ ერთხელ გაგაკვირვებთ, როცა ბაზარზე ხუთ და შვიდადგილიან „ლოდჯის“ გამოუშვებს. ეს ავტომობილი 9900 ევრო ეღირება და ეს ამ კლასის ავტომობილებისთვის რევოლუციური ფასია“, - ნათქვამია „დაჩიას“ მიერ ჟენევის გამოფენაზე გამოქვეყნებულ პრეს რელიზში.
„ლოდჯი“ თავისი გარეგნობით ვერ გაგაკვირვებთ, თუმცა „დაჩიას“ წინა ავტომობილრბზე გაცილებით უკეთ და თანამედროვედ გამოიყურება. მისი სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე კი 1.75 მეტრია. ის შეიძლება იყოს როგორც ხუთადგილიანი, ასევე შვიდადგილიანიც. „დაჩია“ ირწმუნება, რომ სალონის სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული და რომ შვიდადგილიან ვერსიაზეც კი კომფორტულია. უფრო მეტიც, სავარძლების მესამე რიგის სეგმენტში, ადგილებს ფეხებისთვის 144-მილიმეტრიანი სიგრძე, თავისთვის კი 866-მილიმეტრიანი სიმაღლე აქვს. ამასთან, ეს რიგი შეიძლება დაიკეცოს, ან საერთოდ ამოიღოთ და ასე, საბარგულის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მაშინაც კი, როდესაც შვიდივე სავარძელი ადგილზეა, საბარგულის მოცულობა 207 ლიტრია. თუ მესამე რიგის სავარძლებს ამოიღებთ, საბარგულის მოცულობა 827 ლიტრამდე იზრდება, თუ მეორესაც ამოიღებთ - 2617 ლიტრამდე.
„ლოდჯისთვის“ ოთხი ძრავია განკუთვნილი. მთგან ორი ბენზინზე მუაობს, ორიც - დიზელზე. ბენზინის ძრავებია: 1.6-ლიტრიანი ატმოსფერული MPI, რომელიც 105 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 1.2-ლიტრიანი TCe ტურბო 115 ცხენის ძალით. დიზელის ორივე აგრეგატი ტურბოკომპრესორიანია და ორივეს მუშა მოცულობა 1.5 ლიტრია (dCi), ოღონდ ის ფორსირების ორი განსხვავებული ხარისხითაა. ერთი 90 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი - 110 ცხენის ძალას.
დაბოლოს, „დაჩია“ სიამაყით გვამცნობს, რომ „ლოდჯის“ მთავარი ღირსება გამძლეობაა. და მაგალითად ის ფაქტი მოჰყავს, რომ გამძლეობაზე საგზაო ტესტების დროს, 1.9 მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი...
No comments:
Post a Comment