Hirvonen leads in Portugal, Solberg up to fifth
31 მარტი
პორტუგალიაში მიმდინარეობს რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი, რომელსაც ფინელი მიკო ჰირვონენი (ფოტოზე) ლიდერობს. რბოლას წვიმა და ნისლი ართულებს. რთული პირობების გამო, ხშირია ავარიები. ასპარეზობას პირველივე დღეს გამოეთიშა მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები, რომელსაც ავარია მოუვიდა.
ლიდერი კი ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. ჰირვონენი წუთსა და 11 წამს უგებს უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ მადს ოსტბერგს, რომელსაც ნახევარი წუთით ჩამორჩება რუსი ევგენი ნოვიკოვი. მესამე დღეს შესანიშნავად იასპარეზა ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა, ვინც წინა დღეს ლიდერობდა, მაგრამ ტალახიან გზაზე შეცდა და გზიდან გადასული, სადრენაჟო არხში ჩავარდა. მან მესამე დღე 10-წუთიანი ჯარიმით დაიწყო და დღის ოთხი სპეცმონაკვეთი მოიგო და მეოთხეზე გადაინაცვლა. მაგრამ ბოლო სპეცმონაკვეთის წინ, მის „ფიესტაზე“ საჭის გამაძლიერებელი დაზიანდა, რამაც სოლბერგს დრო დააკარგვინა და მანაც მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
თითქმის მსგავსი ისტორია შეემთხვა ფინელ იარი-მატი ლატვალას. მეორე დღეს, როცა ლიდერობდა, ისიც არხში ჩავარადა და მესამე დღე 15-წუთიანი ჯარიმით დაიწყო. მაგრამ მე-14 სპეცმონაკვეთზე საწვავის მიწოდების სისტემა დაუზიანდა, რამაც კიდევ 12 წუთი დააკარგვინა. ფინელმა ფინიშს კი მიაღწია, მაგრამ რბოლის ბოლო დღის წინ, მას მე-18 ადგილი უკავია.
პორტუგალიის რალი. მესამე დღის შედეგები
1. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 2:59:33.600
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) +01:11.900
3. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 01:41.200
4. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) 06:10.100
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 06:26.500
6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 06:47.500
7. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი) 07:29.800
8. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 08:00.200
9. პეტერ ფან მერკშტაინ უმც. (ჰოლანდია, ფორდი) 08:38.700
10. იარი კეტომაა (ფინეთი, ფორდი) 11:36.700
No comments:
Post a Comment