2013 Hyundai Santa Fe previewed on Twitter ahead of NY reveal
12 მარტი
იმ დროს, როდესაც „ჰიუნდაიმ“ თავისი სამოდელო გამა ბევრი ახალი ავტომობილით შეავსო და არსებულები განაახლა, რჩება ორი ავტომობილი, რომლებსაც ისევ ძველ კორპორატიულ სტილში უშვებენ. ესენია ქროსოვერები „სანტა ფე“ და „ვერაკრუსი“. თუმცა, ეს ნაკლი მალე გამოსწორდება, რადგან კორეული კომპანია ნიუ იორკის ავტო შოუზე, ახალ „სანტა ფეს“ წარადგენს.
თუმცა, ახალი ავტომობილისადმი ინტერესის გასაღვივებლად, „ჰიუნდაიმ“ ახალი „სანტა ფეს“ ორი ფოტო-ესკიზი უკვე გამოაქვეყნა, რომელიც ამ ავტომობილის გარეგნობაზე პირველ შთაბეჭდლებას შეგვიქმნის. ფოტოს განმარტებაც მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქროსოვერი ახალ სტილშია შესრულებული, რომელსაც „შტორმ ეჯ“ (ქარიშხლის ზღვარი) ეწოდა. განმარტებაში ნათქვამია, რომ ეს სტილი უკვე დამკვიდრებული „თხევადი სკულპტურის“ ევოლუციური ვერსიაა.
ფოტოების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ „სანტა ფეს“ პროპორციები შენარჩუნებული აქვს. სამაგიეროდ, შეცვლილია მისი გარეგნობა. ცვლილება პირველ რიგში, რადიატორის ბადეს (რომელსაც სამი ნეკლი აქვს) და წინა ბამპერს შეეხო. შეცვლილია წინა ფარებიც. გვერდხედზე ჩანს, რომ სალონში სავარძლების მხოლოდ ორი რიგია. ჯერ დადასტურებული არაა, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ „ჰიუნდაი“ „სანტა ფეს“ გრძელბაზიან ვერსიასაც გამოუშვებს, რომლითაც „ვერაკრუსს“ ჩაანაცვლებს.
კორეული კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს ახალი „სანტა ფეს“ ტექნიკურ აღჭურვილობაზე. ეს ინფორმაცია ნიუ იორკის შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ავტომობილის ძრავების გამაში, ბენზინის ოთხ (ტურბინით და უშუალო შეფრქვევით) და ექვსცილინდრიანი, ასევე დიზელის აგრეგატები შევა.
ახალი „სანტა ფე“ კონკურენციას „ნისან მურანოს“, „ფორდ ეჯს“ და „ტოიოტა ვენცას“ გაუწევს.
No comments:
Post a Comment