Monday, March 12, 2012

უბრალოდ, სუპერავტობუსი (ვიდეო)

You Don't See That Everyday: Superbus brake-testing in the snow
12 მარტი
ხუთი წელია, ჰოლანდიის დელფტის უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ უცნაურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც „სუპერბასის“ სახელითაა ცნობილი. პროექტი უცნაური ფორმის ავტობუსის შექმნას ითვალისწინებს. უცნაური იმიტომ, რომ ის უჩვეულო პროპორციებისაა და წინა ნაწილით სპორტულ სუპერავტომობილს მოგაგონებთ.

„სუპერბასის“ სიგრძე 15 მეტრია, სიმაღლე 1.7 მეტრი. სალონში 23 ადგილია. იქ შესვლა კი 16 (!) კარით შეიძლება, რომლებიც ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის სტილში იღება. ავტომობილი ელექტოძრავებით გადაადგილდება და პროექტის მიხედვით, მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.
სტუდენტებს უკვე შექმნილი აქვთ „სუპერბასის“ სატესტო პროტოტიპი, რომელმაც ახლახანს, თოვლიან გზაზე გაიარა გამოცდა. ტესტების პროცესში, შემცირებული ჩაჭიდების პირობებში, ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის ეფექტურობა შემოწმდა. ყველაზე ექსტრემალური იყო ტესტი, რომლის დროსაც, „სუპერბასი“ 85 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, სრულ გაჩერებამდე ამუხრუჭებდა.









ვიდეო

No comments:

Post a Comment