How European Central Bank loans may have subsidized the Volkswagen Up!
24 მარტი
ეკონომიკური დაღმავლობის შესამსუბუქებლად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ახლახანს 1 ტრილიონი ევრო გამოჰყო საფინანსო კომპანიებისთვის, რომლებსაც ამ თანხას სიმბოლური, 1-პროცენტიანი სარგებლით ასესხებს. ამგვარად, როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ გვატყობინებს, ის ევროპული საავტომობილო კომპანიების სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ამ კრედიტით მოსარგებლეთა შორისაა „ფოლკსვაგენ ფაინენშლ სერვისიზი“, რომელმაც ევროპის ბანკისგან აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით 2 მილიარდი ევრო მიიზიდა. ამ თანხას ვოლფრსბურგელთა ფინანსური შტო, „ფოლკსვაგენის“ ავტომობილების მყიდველებს 3-4-პროცენტიანი კრედიტის სახით შესთავაზებს. ეს კი განსაკუთრებით ეფექტური, იაფფასიანი ავტომობილების (როგორიცაა „ფოლკსვაგენის“ უახლესი Up!) კომერციაში იქნება.მართალია, ევროპის ცენტრალური ბანკის პირდაპირი მიზანი, კრიზისში მყოფი ევროპული კომპანიების (არამარტო საავტომობილო) დახმარებაა, მაგრამ ამ სესხით, ის ამ კომპანიებს პირდაპირი მოგების მიღების საშუალებასაც აძლევს. ფაქტობრივად, ასე კომპანიების საქმიანობის დაფინანსება ხდება.
„ფოლკსვაგენის“ გარდა, ამავე დაბალპროცენტიანი სესხით ასევე „მერსედეს ბენკი“ და „PSA ფაინანსინგი“ ისარგებლებენ. ეს კი მათს ბიზნესს ძლიერ გამოადგება იმ დროს, როდესაც იმავე „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ევროპულ ავტოინდუსტრიას, 2009 წლის შემდეგ, მეორე დაღმასვლა ელის. ამის პირველი ნიშანია იანვარსა და ტებერვალში გაყიდვების 8.3 პროცენტით დაწევა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
No comments:
Post a Comment