Saturday, March 24, 2012

„მაკლარენმა“ მეორე საკვალიფიკაციო დუბლი შეასრულა

Lewis Hamilton beats Jenson Button to Malaysian Grand Prix pole position
24 მარტი
ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი მალაიზიის კვალიფიკაციაზეც ყველაზე სწრაფები არიან და რბოლასაც კვლავ მოწინავე პოზიციიდან დაიწყებენ. მიხაელ შუმახერმა კი, როგორც იქნა გაგვახსენა, რომ ფორმულა ერთში ბუზებისს ათვლელად არ დაბრუნებულა. და როგორც კი კარგი მანქანის საჭე ჩააბარეს, მაშინვე გამოაჩინა ბრჭყალები. მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდა კიდევ ერთი დაბრუნებული - კიმი რაიკონენიც. თუმცა, ფინელ მრბოლს რბოლის მეათე ადგილიდან დაწყება მოუწევს, რადგან „ლოტუსმა“ მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოცვალა. მოწინავე ექვსეულშია ჩემპიონი „რედ ბულის“ ორივე პილოტიც, რომლებიც რა თქმა უნდა, რბოლაში პოზიციის გაუმჯობესებას აუცილებლად ეცდებიან. ყველაზე საინტერესო კი ალბათ ისაა, რომ წინა რვა მრბოლს ნახევარ წამზე ნაკლები აშორებს.

„ჯერჯერობით, ეს უიკენდი კარგად მიდის. სიცხის გამო, დღევანდელი რბოლა ყველასთვის ძნელი იყო. კვალიფიკაცია ყოველთვის ძალიან ძნელია, ზღვარზე რბოლა გვიწევს, მაგრამ მე ეს მომწონს. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ ვარ“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც საუკეთესო დრო კვალიფიკაციის მესამე სექციის დასაწყისშივე დააფიქსირა. სხვათა შორის, თავისი სწრაფი წრის პირველივე მოსახვევში, მისი მანქანა ოდნავ მოცურდა, თუმცა ჰამილტონმა სწრაფად დაიმორჩილა მანქანა.
სტარტზე მეორე რიგს დაიკავებენ შუმახერი და მარკ უებერი. მათ უკან კი ფეტელი და რომენ გროჟანი დადგებიან. აღსანიშნავია, რომ ფეტელმა მეექვსე საუკეთესო შედეგი მყარი რეზინით აჩვენა და ახლა იმედი აქვს, რომ განსხვავებული ტაქტიკის წყალობით, რბოლაში უკეთეს შედეგს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა ზედიზედ ორი პოული 2009 წლის სეზონში, იტალიასა და სინგაპურში მოიპოვა. „მაკლარენმა“ კი ზედიზედ ორი საკვალიფიკაციო დუბლი 2007 წელს შეასრულა. ნარბოლევს „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ კვალიფიკაციის მესამე სექციის დასაწყისში, საუკეთესო დროის დაფიქსირების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მოსახვევში შეცდა, ჰამილტონი დარწმუნებული იყო, რომ ეს პოულისთვის საკმარისი იქნებოდა.


კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:36.219
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:36.368
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:36.391
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:36.461
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:36.461
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:36.634
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:36.658
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:36.664
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:37.566
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                          1:37.698
- - - - - - - - - -
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:37.589
12. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                          1:37.731
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:37.841
14. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:37.877
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:37.883
16. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:37.890
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:38.069
- - - - - - - - - -
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:39.077
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1:39.306
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                  1:39.567
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:40.903
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:41.250
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:42.914
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)        1:43.655

No comments:

Post a Comment